მსოფლიოში ცნობილი სენდვიჩის, „ბიგ მაკის” შემქმნელი მაიკლ დელიგატი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ კომპანია McDonald’s იუწყება.
დელიგატი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი იყო. მისი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ უფრო რთული და უფრო კალორიული ბურგერი შეექმნა, ვიდრე ისინი, რომლებიც მაშინ McDonald’s-ის რესტორნის რაციონში იყო.
დელიგატის იდეა იყო რესტორნის ბურგერში ორი კოტლეტის და ორი ყველის დამატება. თავდაპირველად ამ ტიპის ბურგერები ძალიან ნესტიანი გამოდიოდა, ამიტომ კოტლეტებს შორის კიდევ ერთი ფუნთუშა დაამატეს. საიდუმლო სოუსის დამატების შემდეგ „ბიგ მაკი“ შეიქმნა.
დღეს მაიკლ დელიგატის მიერ გამოგონილი სოუსი მსოფლიოს 100 ქვეყანაში იყიდება.
სხვა სიახლეები