ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ნივთების სია, რომელიც არ მოსწონთ მამაკაცებს. ახლა ჩვენი ჯერია! არსებობს ტანსაცმელი, რომელიც არცერთ ქალს არ მოეწონება, იმ შემთხვევაშიც კი თუკი მას მსოფლიოში ყველაზე სექსუალური კაცი ჩაიცმევს.
ზედმეტად დიდი დეკოლტე
თუკი ჩვეულებრივი V-ფორმის დეკოლტე იერს უფრო სექსუალურს და მოდურს ხდის, ზედმეტად დიდი დეკოლტე ვულგარულად და იაფფასიანად გამოიყურება.
მოკლე შორტები – შორტები, რომელიც მუხლს ზემოთ მთავრდება რთულია ქალებისთვის მიმზიდველი იყოს, მითუმეტეს თუ მამაკაცს გამხდარი ფეხები აქვს.
მაისურები ლოზუნგებით და უკბილო ხუმრობებით
მაისური ლოზუნგით გამოიყურება ისე, როგორც რეკლამა. თითქოს ამ მაისურით მამაკაცი ცდილობს ყურადღების მიქცევას. ბევრადჯობს, სადა მაისურის ჩაცმა, ვიდრე ბანალური ფრაზით თავის გამოჩენა!
“ვიეტნამკები”
მათი ჩაცმა როგორც კაცებისთვის, ასევე ქალებისთვის ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ სანაპიროზე და სხვაგან არსად!
კლასიკური ჟილეტი, რომელიც უბრალო მაისურზე აცვიათ
მამაკაცები იცვამენ კლასიკურ ჟილეტებს უბრალო მაისურებთან ერთად იმისათვის, რომ უფრო მრავალფეროვანი იერი შეიქმნან. სამწუხაროდ ქალებისთვის ეს საერთოდ არ არის მიმზიდველი. მამაკაცებო, მსგავსი ჟილეტები მხოლოდ კლასიკურ კოსტიუმზე ჩაიცვით და სხვაგან არსად!
ქამარი უზარმაზარი აქსესუარით
კოსტიუმი- ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური რამ მამაკაცების კარადაში. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ზუსტად ერგება მამაკაცის სხეულს.
ვარდისფერი ნივთები
ქალებისთვის ეს ტრენდი ზედმეტად ‘მეტროსექსუალურია’ იმისათვის, რომ სექსუალურად მივიჩნიოთ.
მოტკეცილი ჯინსები
ცუდი არაფერი არ არის მოტკეცილ ჯინსებში, მაგრამ როცა ის უფრო ქალის ‘ელასტიკებს’ ემსგავსება უარყოფით ემოციას უფრო იწვევს, ვიდრე დადებითს.
ბიჟუტერია
ზედმეტი მორთულ-მოკაზმულობა არავის არ უხდება, განსაკუთრებით კი მამაკაცებს. 1-2 აქსესუარი სრულიად საკმარისია ჩაცმულობის დასამშვენებლად.
და ბოლოს…
ჩვენ სპეციალურად არ მოვახვედრეთ სიაში ეს მოდის დანაშაული: ამ 2 ნივთის ერთად გამოყენება არც კი უნდა განიხილებოდეს!