როგორ ამოვიცნოთ მოღალატე მამაკაცი

ყველას გვირჩევნია სამყარო დადებითი კუთხით აღვიქვათ და მასში არაკეთილსინდისიერება, ღალატი და სიყალბე არ დავინახოთ. ამით საკუთარ თავს ვატყუებთ და ილუზიაში ცხოვრებას ვუსჯით. რაც უფრო შორს წასულია პრობლემა, მით უფრო ღრმად ვეფლობით ტყუილში და მით უფრო ძნელია მისი გადაჭრა. რაც მთავარია, ამით ჩვენ თავს თვითონვე ვაყენებთ ზიანს და ფსიქიკას ვინგრევთ.
ყველაფერი ერთი უბრალო, საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვით იწყება. გონივრული გაგრძლება ამ ეჭვის დადასტურება ან გაქარწყლებაა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში გარკვევას არ ვიწყებთ და თავს ვირწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგადაა. ზუსტად ამ დროს ვდგამთ პირველ ნაბიჯს გამოუვალ ლაბირინთში, რომლის გარდაუვალი შედეგიც საკუთარი ფსიქიკის განადგურებაა. ამ გზას, ქალები, საბოლოოდ ისტერიკამდე და სიგიჟემდე მიყავს, ყველაში და ყველაფერში ეჭვი ეპარებათ, სიტუაციას ობიექტურად ვეღარ აფასებენ და პრობლემის გამომწვევი უკვე თავად ხდებიან.
როცა სიმართლის გარკვევას გადავწყვეტთ, დგება საკითხი, თუ ვის უნდა მივმართოთ დასახმარებლად? წიგნების, ფილმების და სერიალების წყალობით ჩამოყალიბდა კერძო დეტექტივის სტერეოტიპი, რომ ის მამაკაცი უნდა იყოს და ჩიბუხის კვამლით სავსე ოთახში იღებდეს კლიენტებს, ძირითადად პრობლემის მქონე ქალებს. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა, 21-ე საუკუნის დეტექტივები , რომლებიც ქალების პრობლემებზე მუშაობენ, არც მამაკაცები არიან და არც ჩიბუხს ეწევიან. ქალის პრობლემას სხვა ქალი ბევრად უფრო მეტი გაგებით ეკიდება, კარგად ესმის არსი და უკეთესად აგნებს მისი 15226468_1361860620504499_824416357_nმოგვარების საუკეთესო გზას. პროფესიონალიზმთან ერთად მათ არაჩვეულებრივი ინტუიციაც აქვთ.
როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ღალატის გამოვლენის საუკეთესო ხერხად ქალების 69% კერძო დეტექტივს მიიჩნევს, 16% ნათელმხილველს, 15 %-ს კი ურჩევნია, სამეგობრო წრის დახმარებით გაარკვიოს სიმართლე. კერძო დეტექტიური ხასიათის მომსახურების დამკვეთების უმრავლესობა, კერძოდ, 82% ქალია და მათი ეჭვები 89%-ში მართლდება, მაშინ, როდესაც მამაკაცი დამკვეთების ეჭვი 57%-ში საფუძველს მოკლებულია.
„კერძო დეტექტივი ქალების“ კვლევის შედეგების თანახმად, დაოჯახებული მამაკაცების 49.4%-ს და ქალების 16%-ს მეუღლისთვის ერთხელ მაინც უღალატია. შეკითხვას თავი აარიდა გამოკითხულთა 31%-მა. გამოკითხული მამაკაცების 78% და ქალების 21% ფლირტს ღალატად არ მიიჩნევს
FPI-ს კერძო დეტექტივი ქალების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოღალატე მამაკაცი გარკეული ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ:
• ხასიათის ხშირი ცვლილება;
• ცვლილებები გარეგნობაში;
• მეტი ყურადღება ჰიგიენის მიმართ;
• დაუგეგმავი ხარჯები;
• სხვადასხვა მიზეზებით გაუჩინარება;
• მომატებული სიფრთხილე კომუნიკაციის დროს;
• უპასუხოდ დატოვებული ზარები და შეტყობინებები;
• უყურადღებოდ არ ტოვებს და სისტემატიურად ამოწმებს მობილურს;
• დიდ დროს ატარებს ინტერნეტში;
• ხშირ შემთხვევაში, თქვენდამი მომატებული ყურადღება _ დანაშაულის დაფარვის მიზნით;
• უცნაური სახელებით შეყვანილი ნომრები მობილურში;
• ხშირი მივლინებები.
ჩამოთვლილი ნიშნები არ შეიძლება ჩაითვალოს ღალატის ერთმნიშვნელოვან სიგნალად. ბევრი რამ თავად მამაკაცის ტემპერამენტზე, მისი ცხოვრების წესზე, კარიერულ ცვლილებასა და წყვილის განსაკუთრებულ ურთიერთობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, თუ თქვენი საყვარელი ადამიანის ქცევაში ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რამოდენიმე მაინც აღმოაჩინეთ, მიჰყევით თქვენს ქალურ, დროში გამოცდილ მეექვსე გრძნობას, რადგან გამორიცხული არაა, რომ თქვენი მამაკაცის ცხოვრებაში სხვა ქალი არსებობს.

წყარო : angel.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები