“წარმატებული ქალი პოდიუმზე” – ლიკა ყაზბეგი უპრეცედენტო საღამოზე საუბრობს (ფოტოკოლაჟი)

დიზაინერი, სამოდელო სააგენტო “ლიკა ყაზბეგი”-ის და ბავშვთა Fasion Week-ის დამფუძნებელი ლიკა ყაზბეგი 7 დეკემბერს მის ყველაზე ცნობილ პროექტის, “წარმატებული ქალის” მეცხრე სეზონს “ბაბილო მიუზიკ ჰოლში” გამართავს. ამ სეზონში ქართველი დიზაინერი “წარმატებული ქალის” გარდა, პოდიუმზე “კომპანიის სახეს” წარადგენს.
“კვირა+” გაესაუბრა პროექტის ავტორს. ლიკა ყაზბეგმა გასამართ საღამოზე დაწვრილებით ისაუბრა. 15134456_10207496607805782_979769095_n
“ჩემს პროექტებს შორის ეს ჩემი ყველაზე ცნობილი პროექტია, “წარმატებული ქალი პოდიუმზე” , რომლის მეცხრე სეზონი 7 დეკემბერს “ბაბილო მიუზიკ ჰოლშია” დაგეგმილი. ეს არ არის სტანდარტული პოდიუმი, აქ არ გამოდიან მოდელები. გამოდიან ქალები, რომლებმაც 30 წელს გადააბიჯეს და ვისაც საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ასევე, წარმატებულნი არიან თავიანთ პროფესიაში და რა თქმა უნდა, არიან მომხიბვლელები. ყოველ წელს დაახლოებით 20 ქალბატონი გამომყავს და გადავწყვიტე, მამაკაცებიც გამოვიდნენ ჩვენებაზე. პროექტს კონკურსის სახე არ აქვს და ძალიან ხშირად ბევრს ეშლება, ჩემს პროექტს “Fasion Week”- თან აიგივებენ. ტანსაცმელზე აქცენტს არ ვაკეთებ, ეს არის ჩვენება, სადაც საჭიროა ადამიანი გამოიყურებოდეს კარგად. აქცენტი პერსონაზეა გაკეთებული, რომელიც წარადგენს საკუთარ თავს. მონაწილის მიმართ ერთადერთი მოთხოვნაა, რომ არ დაკარგოს თავი და იყოს ის, ვინც არის. პოდიუმზე სრული თავისუფლებაა და ექსპრომტად მოსულ იდეებზე მაყურებელს სულ დადებითი რეაქცია აქვს”, – განაცხადა პროექტის ავტორმა.
ლიკა ყაზბეგმა წინა მოსამზადებელ პერიოდზეც ისაუბრა, სადაც დიზაინერი მონაწილეებს სიარულში ავარჯიშებს და მისი თქმით, ეს ყველაზე სასიამოვნო მომენტია, რომელიც შემდეგ ყველას ძალიან ენატრება.
“გვექნება წინამოსამზადებელი, ძალიან საინტერესო პროცესი. ეს არის ვარჯიში სიარულში. როგორც მოდელები ,ისე უნდა ვავარჯიშო და არიან ძალიან დამჯერები. შინაგანად ძლიერი, ლიდერი ქალები ამ პროცესში ბავშვებივით ხდებიან და ძალიან სახალისოა. ფოტოსესიების დროს პარტნიორობას, მსოფლიო დონის ფოტოგრაფი, ვანო ფიცხელაური გაგვიწევს. ასევე ჩვენი პარტნიორია ავთო მეტრეველი, რომელის სტუდიაშიც ჩატარდება ფოტოსესია. ეს პროექტი წლების წინ ჩემთვისაც ექსპერიმენტი იყო. მინდოდა, რაღაც ახალი გამეკეთებინა, უფრო გავზრდილიყავი და გადავწყვიტე, პოდიუმზე თაობა შემეცვალა. შემეცვალა ასევე პროფესია და პროფესონალი მოდელები ერთი დღით პოდიუმდან ჩამომეყვანა. ახლა, როგორც ჩანს, ჩემი მთელი რესურსი და მობილიზება ამ პროექტისკენ არის მიმართული. ეს პროექტი ძალიან მიყვარს და პირველ რიგში ვაყენებ”, – განაცხადა ლიკა ყაზბეგმა.
ლიკა ყაზბეგმა დაწვრილებით ილაპარაკა გაერთიანებაზე, სადაც სამი პროექტი ერთ პოდიუმზე ავა.
“7 დეკემბერს გაერთიანდება პროექტები: “წარმატებული ქალი პოდიუმზე” და “კომპანიის სახე”. რაც შეეხება “კომპანიის სახეს” ეს არის ჩვენება, სადაც გამოდიან სხვადასხვა კომპანიის სახეები, მარკეტინგისა და პიარმენეჯერები. ასევე დაემატება მესამე სიახლე, სადაც ჩვენებაზე მამაკაცები გამოვლენ. ამით გენდერულ ბალანსს დავიცავთ. მამაკაცების გამოსვლამ რამდენიმე წლის წინ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა და გადავწყვიტე, წელსაც გავიმეორო. თავის პროფესიაში წარმატებული მამაკაცები ძირითადად მსახიობები და ჟურნალისტები იქნებიან”, – აღნიშნა ლიკა ყაზბეგმა.
ლიკა ყაზბეგმა ასევე წლევანდელ მონაწილე ქალებზე ისაუბრა, რომლებსაც დიზაინერი საზოგადოებას სხვა ამპლუაში წარუდგენს. 15146805_10207496781850133_1105557309_o
“რაც შეეხება წლევანდელ ქალებს, გამომყავს: ექიმები, ლექტორები, პროფესორები, მომღერლები, მსახიობები, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, ასევე გამოვა საინტერესო პროფესიის ქალბატონი, რომელიც მფრინავია. სამხედრო პილოტი გოგონა, ეკა ქვრივიძე, რომელსაც რამდენიმე წელია სამხედრო ფორმა არ გაუხდია. კიდევ პოდიუმზე ნანა მამუკაშვილი ავა, რომელის ჰობიც ბაიკერობაა და პროფესიით ერთადერთი სასწრაფოს ქალი მძღოლია. ბაიკერ ქალბატონს ზედმეტ სახელად “ქალ შუმახერსაც” ეძახიან”, – განაცხადა ლიკა ყაზბეგმა.
სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელმა მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე საინტერესო პროექტი ჯერ არ განუხორციელებია და ახლო მომავალში მაყურებელი “შოკ დეფილეს” იხილავს.15205540_10207496761129615_644282380_o
“ყველაზე საინტერესო პროექტი, რაც ჩაფიქრებული მაქვს, ჯერ არ განმიხორციელებია. ეს არის “შოკ დეფილე”, სადაც სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანს პოდიუმზე გამოვიყვან. მხოლოდ იმას გეტვით, რომ იქნებიან ცნობილი სახეები, დანარჩენს არ ვასაჯაროებ. “შოკ დეფილე” მის სახელს სრულიად გაამართლებს, რადგან მინდა გმოვიყვანო მრავალშვილიანი დედები, ახალგაზრდა ბებიები, რომელთა დანახვის დროს მაყურებელი ემოციას ვერ დამალავს. რთული წარმოსადგენია, მაგრამ დაახლოებით ორმოცამდე იდეა მაქვს. ვისაც იდეები გავანდე, ყველა სიამოვნებით დამთანხმდა და ეს, რა თქმა უნდა, ენერგიას, ენთუზიაზმს და სტიმულს გაძლევს, მაგრამ ყველაფერს ფინანსებიც სჭირდება, მარტო კრეატივით ფონს ვერ გახვალ. ყოველთვის ვამბობ, მუდმივი სპონსორი რომ მყავდეს, ჩვენებას ყოველ თვე გავაკეთებდი. შემდეგ სეზონზე საიუბილეო მეათე ჩვენება მექნება, იუბილე დიდი და გრანდიოზული მინდა გავაკეთო”, – დაასრულა ლიკა ყაზბეგმა.

14971783_10207496717968536_789151677_n14972028_10207496713688429_2016159467_n 15134212_10207496787290269_1754612399_o 15139401_10207496740289094_987549530_n 15146644_10207496721248618_234041489_o 15146668_10207496749489324_2076372326_o 15146757_10207496781010112_1253180385_o 15146805_10207496781850133_1105557309_o 15146844_10207496780690104_255313952_o 15151081_10207496822091139_777683834_n 15151091_10207496837611527_1656106086_n 15151240_10207496802450648_2147432431_n 15151335_10207496814170941_186219632_n 15151377_10207496715728480_475434393_n 15151451_10207496606125740_268075826_n 15151516_10207496742289144_227780974_n 15151524_10207496702368146_802815427_n 15151569_10207496713848433_803918277_n 15151593_10207496820931110_1703290960_n 15174398_10207496700848108_1646217785_n 15174470_10207496813970936_1115590968_n 15174493_10207496817651028_1047846487_n 15174622_10207496731448873_50228774_n 15175605_10207496713768431_672529618_n 15182411_10207496700448098_1687503427_o 15204259_10207496606365746_1607106926_o 15207797_10207496821771131_749447180_n 15207876_10207496604805707_1079287555_n 15207937_10207496701408122_206585150_n 15209085_10207496816851008_232780357_n 15209178_10207496714088439_1360079142_n 15209244_10207496816050988_1838534134_n 15211568_10207496711488374_1818712360_n 15215868_10207496783970186_314425353_o 15218209_10207496816290994_1373707063_n 15218240_10207496817691029_208341432_n 15218302_10207496806410747_2094445219_n 15218564_10207496817931035_2136508267_n

კომენტარები

სხვა სიახლეები