როგორ მოვამზადოთ ტანის სკრაბი სახლის პირობებში

ჩვენ შემოგთავაზებთ სკრების რამდენიმე რეცეპტს, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ მზა სკრაბის შეძენას, მაშინ ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ნატურალურ კომპონენტებს შეიცავდეს . კარგი სკრაბის შემადგენლობაში უნდა იყოს ხი­ლ­ის მჟავები, რომლებიც დაატენიანებს კანს, ექნება ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდური ეფექტი. სკრაბის შემადგენლობაში E ვიტამინის არსებობა კი ხელს უწყობს კანის უჯრედებიდან ტოქსინების გამოყოფას.
სკრაბის რეცეპტები:
1/2 ჭიქა შაქრის (ყავისფერი) ფხვნილი,
1/2 ჭიქა ზღვის მარილი,
1 ს. კ. ზეითუნის ზეთი,
1 ს. კ. ახალგაწურული ლიმონის წვენი,
1 ს. კ. თაფლი აურიეთ კარგად, შემდეგ მინის ჭურჭელში მოათავსეთ და ისე შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. ტანზე შხაპის ან აბაზანის მიღების შემდეგ წაისვით და მთელ სხეულზე წრიული მოძრაობით გაანაწილეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
2/3 ყავისფერი შაქრის ფხვნილი,
1/2 ტკბილი ნუშის ზეთი,
10 წვეთი E ვიტამინი ზეთში,
10 წვეთი ნებისმიერი არომატული ზეთი (მხოლოდ სურნელისთვის). ეს ყველაფერი კარგად აურიეთ, შაქარი სულ ბოლოს დაამატეთ და სკრაბი მზად იქნება.
1/2 ჭიქა თაფლი,
1 ჭიქა ყავისფერი შაქარი,
1 ჭიქა ზღვის მარილი,
1 ს.კ. ჟოჟობას ზეთი,
1 ს.კ. არომატული ზეთი თქვენი გემოვნებით (სურნელისთვის). ჯერ შაქარი და მარილი აურიეთ, მერე გახსენით თაფლში და ბოლოს ზეთები დაამატეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მარწყვის პიურეს (დაჭყლეტილი მარწვი) დაუმატეთ რამდენიმე წვეთ ეთერზეთი, სულ ცოტა შვრიის მარცვალი, ცოტა თაფლიც და მცენარეული ზეთი. ამ რეცეპტების კომპონენტებზე ალერგიული არ უნდა იყოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები