სექსი მშვენიერია ყველა ასაკში, მაგრამ ვის უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს ის – 20 წლისებს თუ 30-ისებს?
სხეული
20 წლის ასაკში: მკერდი – ზედმეტად პატარაა, უკანალი – ზედმეტად დიდი და თან ეს საშინელი ხალი… იფიქრებს, რომ მახინჯი ვარ. ამ ასაკში ჩვენი სხეული ერთი დიდი კომპლექსის საგანია, მაშინაც კი, თუ პარტნიორი აბსოლუტურად საწინააღმდეგოს გვიმტკიცებს. უხერხულობა საწოლში საშუალებას არ გვაძლევს, მოვდუნდეთ. ამიტომაც ერთმნიშვნელოვნად უპირატესობას სიბნელეში სექსს ვანიჭებთ.
30 წლის ასაკში: ჩვენ პორნოფილმის გადაღებებში არ ვმონაწილეობთ და არც “ინსტაგრამზე” ვპოსტავთ საწოლის სცენებს. ჰოდა, რისი უნდა შეგვრცხვეს ან რა უნდა შევალამაზოთ? არ არსებობს ადამიანი ნაკლის გარეშე, ხოლო საწოლი – ფოტოსტუდია არ არის. ეს კი იმას ნიშნავს, იქ მორიდებას და უხერხულობას ადგილი არ აქვს!
კონტრაცეფცია
20 წლის ასაკში: ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია! სექსზე მნიშვნელოვანი! სექსი მხოლოდ პრეზერვატივით! არა, უკეთესია – ჩასახვის საწინააღმდეგო აბებიც თან დავურთოთ, რომ ღმერთმა არ ქნას და…
30 წლის ასაკში: ბნელ ადგილას მოყუჩებული დახვრეტილი პრეზერვატივი “ყოველი შემთხვევისთვის” ჯერ კიდევ შენახული გვაქვს წამლების ყუთში, სადღაც ანალგინსა და ცელულიტის საწინააღმდეგო კრემებს შორის. შეწყვეტილი სექსი – აბსოლუტური ნორმაა.
სექსუალური ფანტაზიები
20 წლის ასაკში: “მე მოვალ პიცის დამტარებლის კოსტიუმში. ძალიან ცხელი სიურპრიზი მექნება შენთვის…” “შეჩერდი!” ეროტიკული ფანტაზიებისგან ვწითლდები და მინდა ზეწრის ქვეშ დავიმალო. თუნდაც, გადავწყვიტოთ, ერთმანეთს გავუმხილოთ ჩვენი ფანტაზიები, მხოლოდ ჩურჩულით, ან უმჯობესია, მიმართულების მიმცემი ჟესტებით.
30 წლის ასაკში: “მე მოვალ პიცის დამტარებლის კოსტიუმში. ძალიან ცხელი სიურპრიზით…” “არ გაჩერდე! გააგრძელე! შენ ჯერ კიდევ არ იცი, მე როგორმა გაგიღე კარი!” ყველაზე შეშლილი სექსუალური ფანტაზია მხოლოდ საპასუხოა, ჩვენ მზად ვართ ახალი ექსპერიმენტებისთვის.
ზემოდან თუ ქვემოდან
20 წლის ასაკში: ბიჭი მთელი სერიოზულობით და მთელი განცდებით გეკითხებათ საწოლში, რა და როგორ უფრო მოგწონთ. თქვენ კი ვერაფრით იწყებთ ამაზე საუბარს, მაქსიმუმ – ზედმეტი სიტყვების გარეშე გადაადგილდეთ.
30 წლის ასაკში: თქვენ არ ელოდებით, სანამ ის თავად გთხოვთ ამას ან გაიგებს თქვენს სურვილს, არამედ დაუფიქრებლად იღებთ ინიციატივას საკუთარ თავზე და ეუბნებით მას, სად, როგორ და რით.
სურვილი
20 წლის ასაკში: “მერამდენედ?! რატომ მთხოვს ის სულ სექსს! ნუთუ გუშინ არ იყო საკმარისი?”
30 წლის ასაკში: “როგორ მესმის ამ 20 წლის ბიჭების!”
სიყვარული
20 წლის ასაკში: ყურებამდე გიყვარდებათ თქვენი სექსუალური პარტნიორი. მასთან ყოველი განშორება თქვენთვის ტრაგედიაა, ხოლო მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთი – ემოციების ზღვა და უსაზღვრო ბედნიერება.
30 წლის ასაკში: თქვენ გულწრფელად გინდათ, შეგიყვარდეთ თქვენი სექსუალური პარტნიორი, მაგრამ ყოველთვის არ გამოგდით. დაუფიქრებლად და მთელი გულით დაგაინტერესოთ მამაკაცმა, აი, ისე, როგორც 20 წლის ასაკში, ყოველთვის არ გამოგდით. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ განასხვაოთ სექსუალური ლტოლვა რაღაც უფრო მეტისგან.
პრელუდია
20 წლის ასაკში: შეგიძლიათ მთელი 20 წუთის, ნახევარი საათის განმავლობაში ეალერსოთ პარტნიორს იქამდე, სანამ “მთავარზე” გადახვიდოდეთ…
30 წლის ასაკში: შეყვარებულ წყვილებს, რომლებიც სხვისი თანდასწრებით კოცნიან ერთმანეთს, უკეთეს შემთხვევაში შემწყნარებლურად უყურებთ. იხსენებთ რა საკუთარ თავს მათ ასაკში, თქვენ ხვდებით, რომ კოცნა – ეს ერთადერთია, რისი გაკეთებაც ამ ასაკში კარგად შეუძლიათ, მაგრამ მათ ამის შესახებ ჯერ არ იციან.
შეხვედრის ადგილი
20 წლის ასაკში: მასთან სახლში, მანქანაში, პარკში ან თუნდაც ლიფტში, მაგრამ არა თქვენს საკუთარ სახლში. მოულოდნელად რომ მშობლები დაგვადგნენ თავზე? როგორ ავუხსნი მათ ამ ყველაფერს? წარმოდგენაც არ მინდა.
30 წლის ასაკში: ერთადერთ შემთხვევაში დათანხმდებით სექსზე სახლის გარეთ, თუ ეს იქნება “განტვირთვის დღის რომანტიკა”. მაგალითად, ქალაქგარეთ ტბის პირა მყუდრო სასტუმროში. მაგრამ შემდეგ – აჯობებს, რომ მაინც სახლში გავაგრძელოთ.
სექსი დილიდან
20 წლის ასაკში: ჩვენ უკვე გავარკვიეთ, რომ იშვიათად ვრჩებით ერთმანეთთან სტუმრად მთელი ღამით. ამიტომაც სექსი დილიდან ჩვენთვის საინტერესო გამონაკლისია, ვიდრე ჩვეულება.
30 წლის ასაკში: რატომაც არა? ჩემი აზრით, ეს დღის საუკეთესო დასაწყისია! შემდეგ ერთად დავლევთ ცხელ, მაგარ ყავას, რომ უფრო მეტად გამოვფხიზლდეთ.
ორსულობა
20 წლის ასაკში: ტესტზე გაჩენილი ორი ხაზი შოკში და ისტერიკაში გაგდებთ, გხდით პარალიზებულს. შეგიძლიათ იქვე დაცხრილოთ პარტნიორი იმისათვის, რომ ეს დაუშვა. და ახლა როგოდ უნდა მოვიქცე?! როგორ ვუთხრა ამის შესახებ მშობლებს?!
30 წლის ასაკში: დაუგეგმავმა ორსულობამ, შესაძლოა, შოკში და ისტერიკაშიც ჩაგაგდოთ, მაგრამ სავარაუდოდ, ეს სიხარულისა და ბედნიერებისგან დაგემართებათ.
სექს-მარათონი
20 წლის ასაკში: სექსი დილიდან დაღამებამდე – არ არის პრობლემა! თავისუფლად დაძლევთ ოხთ, ხუთ, ექვს… სექსუალურ აქტს. სექსუალური ფორმატი 24/7 არცერთი ჩვენგანისთვის არ წარმოადგენს გმირობას.
30 წლის ასაკში: სექსუალური განრიგი “რამდენიმე დღეში ერთხელ” სავსებით გაკმაყოფილებთ. თქვენ ხომ ზუსტად იცით ერთი ჭეშმარიტება: მთავარი საწოლში არა რაოდენობა, არამედ ხარისხია.
საწოლში თუ მაგიდაზე?
20 წლის ასაკში: ბინგო! თქვენ სახლში მარტოები ხართ! ამიტომაც სექსი გაქვთ, სადაც მოგინდებათ: შხაპის ქვეშ, სამზარეულოს მაგიდაზე, კომპიუტერის მბრუნავ სკამზე, ყვავილებში ფანჯრის რაფაზე და შემოსასვლელის საფენზეც კი.
30 წლის ასაკში: გამონაკლისის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება სამზარეულოშიც დაიწყოთ, მაგრამ გაგრძელება მაინც საწოლში იქნება – იქ ჩვეულია და ბევრად კომფორტული. ხოლო კარგი მატრასით საერთოდ რთული იქნება, შეგეჯიბროთ ვინმე ორიგინალურობაში.
სიყვარული ყველა ასაკში მშვენიერია
20 წლის ასაკში: შენთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ სექსი აქვთ შენზე ბევრად უფროსებსაც. ჭაღარები, ნაოჭებიანი ან სრულები – შენთვის “თამაშგარეშენი” არიან.
30 წლის ასაკში: ზუსტად იცით, რომ ირგვლივ ყველა აკეთებს ამას: ასაკიანიც და ახალგაზრდაც, მსუქანიც და გამხდარიც. ეს ბუნებრივია.
ურთიერთლტოლვა
20 წლის ასაკში: რა უნდა იყოს იმაზე მშვენიერი, ვიდრე საყვარელ მამაკაცთან სექსია?
30 წლის ასაკში: არაფერი! სექსი საყვარელ ადამიანთან – საუკეთესოა მათ შორის, რაც კი შეიძლება იყოს ამქვეყნად! ამ მთავარ პუნქტში მაინც ჩვენი შეხედულება უცვლელი რჩება ყველა ასაკში.
წყარო: marao.ge