როგორ დავიპყროთ მამაკაცების გული ჰოროსკოპის ნიშნების მიხედვით

 

 

ვერძი

Young man on the streets of big city.

ყველაფერში პირველობა ვერძის ნიშანის ქვეშ დაბადებული მამაკაცებისთვის ყოველდღიურობის ჩვეულებრივი ნაწილია. როგორც წესი, ეს მამაკაცები, თავიანთ ასაკთან შედარებით,  ყოველთვის უფრო  ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ისინი საერთოდაც არ ბერდებიან. ვერძ მამაკაცებს შეუძლიათ თქვენს რუტინულ ცხოვრებაში დღესასწაულის შემოტანა. თუ თქვენ ხმაურის, გართობისა და თავგადასავლების მოყვარული ხართ, მასთან არასოდეს მოიწყენთ.  მზად უნდა იყოთ  იმისთვის, რომ შეიძლება ღამის სამ საათზე გაგაღვიძონ და ქალაქის ქუჩებში სეირნობა მოგთხოვონ. უარი, რა თქმა უნდა, ვერძისთვის მიუღებელია, რადგან ურთიერთობაში მხოლოდ მას შეუძლია იყოს კაპრიზული. თქვენ  გევალებათ, ბოლომდე მიჰყვეთ ამ ცეცხლოვანი ტემპერამენტის მქონე მამაკაცის  სურვილებს და გახსოვდეთ,  შეყვარებული ვერძისთვის შეუძლებელი არაფერია.

კურო

Happiness is knowing there's a bread in the oven

კუროებში   იდეაულური მამაკაცის მთავარი ღირსებები ერთადაა თავმოყრილი. ის მომთმენი, ჭკვიანი და მეოჯახეა. ის თქვენ ღალატში დადანაშაულებას არასოდეს დაგიწყებთ, სანამ სიტუაციაში ბოლომდე არ გაერკვევა და ხელთ უტყუარი დამამტკიცებელი საბუთები არ ექნება. მიუხედავად ამისა, კურო მამაკაცების წყობილებიდან გამოყვანასა და ცხვირწინ წითელი მანდილის აფრიალებას არ გირჩევთ, რადგან გაბრაზებულ ხარს შეუძლია ყველაზე დაუნდობელი და შეუბრალებელი იყოს.  კუროების მეოჯახეობაზე ლეგენდები დადის, ისინი  ფულს ყოველთვის კარგად გამოიმუშავებენ, თუმცა ქალს ფულის ჰაერზე ხარჯვის ნებას არ აძლევენ. კუროები გასაოცარი მადით არიან ცნობილი. თუ თქვენ ამ მამაკაცის მოხიბვლა გსურთ, კულინარიის კურსებზე აუცილებლად უნდა ჩაეწეროთ.

ტყუპები

From style to success...

რათა უკეთ გავეცნოთ ტყუპ მამაკაცებს, მათი მითოლოგიური აღწერილობა გავიხსენოთ. ეს არის ორი ძმის გამოსახულება, რომლებიც ხელიხელგადახვეულები ერთმანეთს უყურებენ. ერთ-ერთი მკვდრების სამეფოში ცხოვრობს, მეორე- ცოცხლების. რეალობაშიც, როგორც წესი, ასეა. ტყუპ მამაკაცებს ილუზიებისგან შექმნილი თავიანთი სამყარო აქვთ, ამიტომ ქალებსაც და ოჯახსაც თავისებურად უყურებენ. მთავარია, მათ ოცნებაში ხელი არ შეუშალოთ და გაათავისუფლოთ ისინი უიმედობისგან. მიეცით მას საშუალება იყოს განსხვავებული და თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენ გვერდით არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. ტყუპ მამაკაცებს ძალიან უყვართ ლაპარაკი და ამისთვის მზად იყავით. ისინი ერთ-ერთი საუკეთესო მეგზურები არიან და გახსოვდეთ, მათი რჩევები ყოველთვის სწორ გზაზე დაგაყენებთ.

კირჩხიბი

Caucasian man smiling on beach

კირჩხიბი ძალიან საინტერესო პერსონაა. ის, ერთი მხრივ,  მოსიყვარულე მამაა, მეორე მხრივ კი – ბავშვი, რომელიც ზრუნვას  იქით ელის. კირჩხიბებს სჭირდებათ სისტემატური კომპლიმენტები და ქება, რათა  მეტად მოტივირებულნი გახდნენ.  თუ თქვენ ამას არ იზამთ, კირჩხიბები თავიანთ ნაჭუჭში  ჩაიკეტებიან და შემდეგ მათი უიმედო მდგომარეობიდან გამოყვანა ძალიან გაგიჭირდებათ. ამ მამაკაცების სიძლიერე სისუსტეშია. თუ თქვენ მზრუნველი ადამიანი ხართ და გსიამოვნებთ სხვა ადამიანების გახარება, მაშინ გახსოვდეთ, კირჩხიბი თქვენი იდეალური პარტნიორია, რადგან როგორც არავინ, ისე დააფასებს თქვენს მზრუნველობას. თუ თქვენ არ ხართ ამისთვის მზად, მაშინ კირჩხიბთან ურთიერთობის დაწყების ყოველი მცდელობა კრახით დამთავრდება.

ლომი

Portrait confident helicopter mechanic in front of tools

ლომები გავლენიანი მეფეები არიან, რომელთათვისაც კომპრომისი არ არსებობს. თქვენ ძალიან ბევრი ენერგიისა და ნერვების დახარჯვა მოგიწევთ, რათა თქვენი მამაკაცი საპირისპიროში დაარწმუნოთ. არ გაგიკვირდეთ, თუ ის თქვენს აზრებს მიითვისებს და შემდეგ მათ წარმოგიდგენთ, როგორც საკუთარ  „საუკუნის იდეებს“. როცა მამაკაცი ლომი საუბარს დაიწყებს, თქვენ აუცილებლად ინტერესით უნდა უსმინოთ, ის ვერ აიტანს თქვენს ზედაპირულ დამოკიდებულებას მისი საუბრის მიმართ. შეეგუეთ იმ აზრს, რომ მასთან ყოველთვის მოგიწევთ სარკისა და კარადის გაყოფა. გახსოვდეთ, თუ თქვენ მიიღებთ ლომის წესებსა და კანონებს, თქვენ  არასოდეს იქნებით უბედური.

ქალწული

Man laying on sofa using digital tablet

 ქალწულები არიან მამაკაცები, რომლებიც ყველაფერს თავისით აკეთებენ.  მათ უყვართ თავისუფლება და ირჩევენ ისეთ სამსახურებს, სადაც საკუთარი თავის უფროსები თავადვე არიან. ქალწულებით მანიპულირება და მათი მართვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ისინი თავად მართავენ სხვებს. არ შეეცადოთ ქალწულების გამოჯანმრთელებას,  ისინი ხელიდან არ გაუშვებენ შანსს, რათა ავად ყოფნის დროს თავადვე, ყოველი წამის სიზუსტით დალიონ ექიმის გამოწერილი წამლები. ქალწულებს ძალიან უყვართ მუშაობა.  თუ თქვენმა მამაკაცმა თავისი საყვარელი სამსახური იშოვა, ჩათვალეთ, რომ ის დაკარგეთ.

სასწორი

სასწორ მამაკაცებს პლანეტა ვენერა მართავს, ამიტომ შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩეს მათი საოცრად დახვეწილი მანერები და მომხიბვლელი გარეგნობა.  თუ გსურთ,  რომ ამ მამაკაცის გული დაიპყროთ, თქვენც საოცრად ქალურები და მომხიბვლელები უნდა იყოთ, რადგან სასწორები ბუნებით ესთეტები არიან და პირველ რიგში, ყურადღებას  ადამიანის გარეგნობას აქცევენ. არასოდეს დატოვოთ დასვრილი ჭურჭელი სამზარეულოში და რომანტიკული ვახშმის შემდეგ მაგიდა გულმოდგინედ გადაწმინდეთ. თქვენს შეკითხვებზე მისგან შემდეგ პასუხებს მოისმენთ : „ვნახოთ“, „ შევხედოთ“, „ალბათ“, „დრო გვიჩვენებს“…..                                     ისინი არაპროგნოზირებადები არიან და არასოდეს იცი, მისგან რას შეიძლება მოელოდე.  სანამ სასწორების მოხიბლვას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, გიღირთ კი დაუსრულებელ გაურკვევლობაში ცხოვრება?

 

მორიელი

თქვენ, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ვერასოდეს გამოიცნობთ, რა ხდება მორიელი მამაკაცების გონებაში, რაზე ფიქრობენ ან როგორი ემოციები  ეუფლებათ.  არ შეიძლება მორიელების პროვოცირება და მათ სულში ხელების ზედმეტი ფათური, რადგან ამან შეიძლება მათი გაბრაზება გამოიწვიოს და დედამიწაზე ცოტა რამ შეიძლება იყოს გაბრაზებულ მორიელზე სასტიკი. ის არ მოერიდება სიტყვიერ და უკიდურეს შემთხვევაში, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც კი. თუკი მორიელი დუმს, ესე იგი არ გეთანხმებათ. მორიელებს თვალებით უყვარდებათ, ამიტომ იყავით განსაკუთრებულად ლამაზები და გამომწვევები. შინაგანი სილამაზით მათ ვერ გააკვირვებთ.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ნამდვილი მარტოსული მგელია. მშვილდოსნებს უყვართ საკუთარი თავისთვის გასართობების გამოგონება, ამიტომ მათგან არაჩვეულებრივი კოლექციონერები გამოდიან.  როგორც წესი, მშვილდოსანი მამაკაცების დაინტერესების ყველაზე კარგი საშუალება მათი დაიგნორებაა.  ისინი საოცრად მიზანდასახულები არიან და ყველაფერს გააკეთებენ სასურველი ქალის ხელში ჩასაგდებად. ამიტომ, თუ თქვენ რაინდული ეპოქის იდეალების თაყვანისმცემელი ხართ, მშვილდოსანი თქვენი მამაკაცია.

თხისრქა

თხისრქები მამაკაცების იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, რომელთაც ლაპარაკს მოქმედება ურჩევნიათ. ისინი საოცრად პერსპექტიულები, შრომისმოყვარეები და  კარიერისტები არიან, ამიტომ ამ მამაკაცების მოხიბვლა მხოლოდ შემდგარ და განათლებულ ქალს შეუძლია. თხისრქა არასოდეს გეტყვის ტკბილ სიტყვებს. ის უბრალოდ მოგკიდებს ხელს და ახალი მანქანის გასაღებს ჩაგიცურებს.  მათთვის ეს არის მთავარი რომანტიკაც და სიყვარულის გამოხატვაც.

მაგრამ გახსოვდეთ, თხისრქებს არ უყვართ ტყუილი და თუკი თქვენ მის მოტყუებას ეცდებით, წინასწარ გაამზადეთ ჩემოდნები, რადგან ის აუცილებლად დაასრულებს თქვენთან ურთიერთობას.

მერწყული

მერწყულ მამაკაცებს ურთიერთობაზე წერტილის დასმა უჭირთ. ისინი დროდადრო უბრუნდებიან ყოფილ პარტნიორებს, რათა საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ არაფერი დარჩენიათ. მერწყულ მამაკაცებს უჭირთ უარის თქმა, ამიტომ თუ დაგთანხმდათ რაღაცაზე, ეს თქვენ მიმართ ინტერესი კი არა, შეიძლება უბრალო მორიდებულობა იყოს. მერწყულ მამაკაცებს უყვართ ამოცანების ამოხსნა, ამიტომ რაც უფრო იდუმალი იქნებით, მით უფრო დააინტერესებთ მათ. მერწყულები საოცრად რომანტიკულები არიან, მათ ყოველთვის ეხერხებათ საჭირო სიტყვების გამოძებნა. თუ მერწყულის მოხიბვლა გსურთ, არასოდეს დაუსვათ ზედმეტი კითხვები, არ დაიწყოთ წუწუნი, უბრალოდ, იყავით ის, რაც ხართ. მერწყულებზე  მეტად ვერავინ შეძლებს თქვენი ინდივიდუალიზმის დაფასებას.

თევზები

თევზი მამაკაცები არიან მშვიდები, ემოციურები, იდეალისტები …. ისინი ვერ იტანენ მარტოსულობას, ამიტომ მათთვის მარტივი და აუცილებელიც კია შემცვლელის მალევე პოვნა. თევზები დიდი ესთეტები არიან და ძალიან უყვართ ლამაზი ქალები, მოხდენილი ტანსაცმელი, გემოვნებიანი მაკიაჟი… ისინი პარტნიორებს თვითრეალიზაციისთვის სრულ თავისუფლებას აძლევენ. თევზები დაცურავენ იქ, სადაც წყალი ღრმა და სუფთაა. ურთიერთობებისგანაც იმასვე მოითხოვენ, თქვენ ბოლომდე უნდა გაიხსნათ მათთან და თქვენი გრძნობა უნდა იყოს გულწრფელი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები