კატამ, რომელიც ავტომობილის სახურავზე იჯდა, 72 კილომეტრი გაიარა

კატამ, რომელიც ავტომობილის სახურავზე აძვრა, 72 კილომეტრი გაიარა. ეს ფაქტი დიდ ბრიტანეთში მოხდა. მანქანა, რომლის სახურავზე კატა იყო ამძვრალი, უოლტშირის საგრაფოდან სომერსეტის საგრაფოში ჩავიდა. მეტ ჰაინცმა კატა Ford Transit-ის სახურავზე მაშინ აღმოაჩინა, როდესაც სახლიდან 72 კილომეტრი გაიარა. ამის შემდეგ მან ცოლს დაურეკა და აღმოაჩინა, რომ ეს მათი კატა – იყო სახლად ფლო. მეტს ძალიან გაუკვირდა, თუ როგორ შეძლო კატამ ასეთი სიჩქარის დროს სახურავზე გაჩერება და რომ ის მანქანიდან არ გადავარდა. კატის პატრონი ამბობს, რომ ახლა მანქანას ყოველ დილას შეამოწმებს, რომ კატა მას „სამსახურში არ გაყვეს“.

კომენტარები

სხვა სიახლეები