მათთვის, ვისაც დაბადებიდანვე მოსდგამს მწარე ენა, ახალს არაფერს ვიტყვით ალბათ, მაგრამ ის, ვისაც ზოგადად ენაკვიმატობა არ ახასიათებს, ალბათ გაოცებული იქნება დამდეგი კვირის მანძილზე იმით, რომ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც ცინიკურ გამოთქმებსა და რეპლიკებზე გამოიჭერს. თუმც კი გასაკვირი არც არაფერია, იმიტომ რომ, ზუსტად ამ კვირიდან პლანეტა მერკური ზოდიაქოს ნიშანს შეიცვლის და ჰაეროვანი, დიპლომატიური სასწორიდან – აგრესიულ მორიელის ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მოიმატებს კრიტიკული ტონი, გარკვეული ცინიზმი და მოვლენების ინტუიციურად ხედვის უნარი. მერკური მორიელში ურთიერთობებში თავისებურ “გესლიან” ტონს შემოიტანას, ამიტომ სასურველია, ახლა ისე როგორც არასდროს, ვაკონტროლოთ საკუთარი სიტყვები საქმიანი თუ პირადი ურთიერთობებისას.
პირადი ურთიერთობები განსაკუთრებული “სამიზნის” ქვეშაა კვირის დასაწყისში, იმიტომ რომ, მერკურის მორიელის ნიშანში გადასვლას, ვენერა-ნეპტუნის კვადრატიც “გაუმაგრებს ზურგს”, რაც თავის მხრივ წყვილებს შორის გაუგებრობებს, ტყუილისა და ღალატის პრეცედენტებს წამოსწევს წინა პლანზე. ამიტომ მიმდინარე კვირის მანძილზე, ისე როგორც არასდროს, მოგეთხოვებათ საყვარელ ადამიანთან მაქსიმალური გულწრფელობის გამოჩენა. ამგვარი ჟესტის გამო კი დამერწმუნეთ აუცილებლად დაჯილდოვდებით, იმიტომ რომ, ვენერა თავის მხრივ იუპიტერთანაც გააკეთებს კვირის მანძილზე დადებით ასპექტს. რაც აუცილებლად მოიტანს როგორც ლამაზ, რომანტიკულ წუთებს ურთიერთობაში, ისე ფინანსურ საკითხებში წინავლისა და მომგებიანი სვლების გაკეთების შანსს.
კვირის შუა პერიოდი შესანიშნავია საქმიანი მოლაპარაკებების დასაგეგმად. არაჩვეულებრივი დროა სამეცნიერო-კვლევით სფეროში, კრიმინალისტიკასა და საგამოძიებო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის. არანაკლებ უმართლებთ ფარმაცევტებს, ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს პროფესიულად.
კვირის მეორე ნახევარში მარსი-უარნის დაძაბული ასპექტაცია და მერკურის აგრესიულ მორიელში განლაგება ავტოსაგზაო შემთხვევების, ტექნოგენური ავარიებისა და უბედური შემთხვევების რისკს ერთი-ორად გაზრდის. ამიტომ 27 ოქტომბრიდან მოყოლებული კვირის ბოლომდე, სიფრთხილე გვმართებს გზებზე.არანაკლები სიფრთხილის გამოჩენა ესაჭიროებათ ელექტროობასთან და მანქანა-დანადგარებთან მომუშავე ადამიანებს.
კვირის მიწურულს ახლამთვარეობას ველით ისევ და ისევ მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ამიტომ სასურველია, მილეული მთვარის ფაზაში ყველა ის საქმე მოვილიოთ, რომელმიც უკვე დიდი ხანია იმსახურებს ლოგიკურ დასასრულს. დავისახოთ გეგმები – რა სახის მავნე ჩვევებისგან გვინდა გავთავისუფლდეთ. იქნებ მომაბეზრებელ ურთიერთობებს ვერ ვუსვამთ წერტილს უკვე რამდენი ხანია? ახალმთვარეობის ენერგეტიკა ყველანაირი სახის მენტალური თუ მატერიალური ვალისგან გათავისუფლებაში დაგვეხმარება.