რატომ არ ელაპარაკებიან ერთმანეთს თიკა ჯამბურია და ყოფილი მეუღლე – ”ბექას ოთხი წლის შვილი ქორწილში არ გავაყოლე”

გადაცემა ”პროფილში”, სადაც ქალები თავის ყოფილ მეუღლეებზე და მათთან ურთიერთობაზე საუბრობდნენ, ერთ-ერთმა სტუმარმა თიკა ჯამბურიამ ისაუბრა, თუ რატომ აღარ ელაპარაკება ყოფილ მეუღლეს.
თიკას თქმით, ბექა ხოფერიას ქორწილის შემდეგ ისინი ერთმანეთს საერთოდ არ ეკონტაქტებიან, შვილთან დაკავშირებულ საკითხებს კი ყოფილი დედამთილის, ხათუნა ხოფერიას საშუალებით აგვარებენ.
ყოფილ ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯამბურიამ ბექას ბევრი თხოვნის მიუხედავად, მათი ოთხი წლის ნინა მამის ქორწილში არ გაუშვა. ეს გადაწყვეტილება თიკამ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთი ბავშვი მისი მშობლის ქორწილში ნახა, რომელიც ცხარე ცრემლით ტიროდა.
მას შემდეგ ბექა თიკას არ ელაპარაკება. თიკა ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში აბსოლურტურად მართალია.

განაგრძეთ კითხვა:http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები