თბილისის #63 -ე ბაღში ტრადიციული საშემოდგომო ზეიმი გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსში გამოწყობილმა აღსაზრდელებმა წარმოადგინეს თუ როგორ ხვდებიან შემოდგომას საქართველოს რაიონებში.
სპეციალურად ზეიმისთვის, საბავშო ბაღის ეზოში წარმოდგენილი იყო საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები.
“კვირა +“ -თან საუბრისა ბაღის დირექტორმა თამარ ციცქიშვილმა აღსაზრდელების სამსახიობო ნიჭი მოიწონა და აღნიშნა, რომ მათ შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას.
“ზეიმი იყო მასშტაბური, რადგან პირველად ჩატარდა ბაღის ეზოში. ჩვენმა აღსაზრდელებმა წარმოადგინეს თუ როგორ ხვდებიან შემოდგომას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. იდეა ეკუთვნის ბაღის რედაქციას, თუმცა რომ არა მშობლების აქტიური ჩართულობა, ღონისძიება ასეთი შთამბეჭდავი ვერ გამოვიდოდა. ჩვენმა აღსაზრდელებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი თავიანთ როლებს“, – განუცხადა “კვირა +“ -ს თამარ ციცქიშვილმა.
სხვა სიახლეები