ორმა ესპანელმა უძილობასთან გასამკლავებლად ორიგინალური გზა იპოვა. მათ ჩაუშვეს ონლაინ არხი, რომელიც მაყურებელს დაძინებაში დაეხმარება. ამის შესახებ გამოცემა The Local წერს.
იდეის ავტორებმა არხის შექმნისას ისეთი კონტენტი შექმეს, რომელიც უძილობით შეპყრობილ მაყურებელს აზრის ნაკადის შეჩერებაში, „ტვინის გათიშვასა“ და ჩაძინებაში დაეხმარება. ისინი ამბობენ, რომ ტელეარხი Napflix სხვადასხვა კატეგორიის მაყურებელზეა გათვლილი, თემატიკა მრავალფეროვანია და ისინი „სათავისო პროგრამას“ აქ აუცილებლად შეარჩევენ.
აქვე გადის კლასიკური სარელაქსაციო ვიდეო-რგოლებიც, მაგალითად ზღვის ტალღების კადრები და ანთებული სანთელი, რომელიც იწვის.
თუმცა, ესპანელები მიიჩნებენ, რომ არხზე გასული ზოგიერთი სპორტული მოვლენაც „კარგად აძინებს“ მაყურებელს. მათ შორის კრიკეტის მატჩი, კერლინგის და ტურ დე ფრანსის შეჯიბრება. კულტურის მოყვარულებს შეუძლიათ ჩაიძინონ ოპეროს და ბალეტის სპექტაკლების ყურებისას…. არხი დროს უთმობს ალბერტ აინშტაინის და სხვა მეცნიერების ლექციებსაც.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Y95h35GHUDE[/youtube]