რძე თეთრი შოკოლადით

ინგრედიენტები:
რძე – 500 მლ,
თეთრი შოკოლადი – 55 გრ,
ნალექიანი ყავა – 500 მლ,
დარიჩინის ჩხირი – 1 ცალი.
მომზადების წესი: ყავა მოვადუღოთ. ქვაბში- რძე, დამტვრეული შოკოლადი და დარიჩინი მოვათავსოთ და საშუალო ცეცხლზე დავდგათ. ვადუღოთ მანამ, სანამ შოკოლადი არ დადნება. შემდეგ ყავა დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. ბოლოს ჭიქაში ჩავასხათ და დარიჩინის ჩხირით გავაფორმოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები