მეცნიერების გაკეთებული დასკვნები ძირითადად ყურადსაღები და ზუსტია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მათი სერიოზულად მიღება შეუძლებელია და მხოლოდ გაცინება შეიძლება. წარმოგიდგენთ ყველაზე უცნაურ აღმოჩენებს, რაც მეცნიერებმა ბოლო წლებში გააკეთეს.
ბედნიერება მემკვიდრეობით გადადის
თუ თქვენი წინაპრები ბედნიერები იყვნენ, თქვენც იგივე ბედი გელით. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მეცნიერები, რომლებმაც გაეროს მიერ გამოქვეყნებული “მსოფლიო ბედნიერების ანგარიში” შეისწავლეს. მათი განცხადებით, ბედნიერების საიდუმლო გენებშია.
კბილების რაოდენობა მატერიალური მდგომარეობითაა განპირობებული
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კბილების რაოდენობა სიბერეში მატერიალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. აღმოჩნდა, რომ ღარიბ ხალხს 70 წლისთვის საშუალოდ რვა კბილით ნაკლები აქვს, ვიდრე შეძლებულ ხალხს.
ხელის საშრობები ჯანმრთელობისთვის საშიშია
ბრიტანელმა მეცნიერებმა გააკრიტიკეს საშრობები საზოგადოებრივ ტუალეტებში. მათ უწოდეს ბაქტერიების და მიკრობების საბადო. ყველაზე საშიშად მიიჩნიეს ელექტროსაშრობები, რომლებშიც ხელის ჩაყოფაა საჭირო.
ღვინო არაყზე საზიანოა
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ერთი ჭიქა ღვინო უფრო მავნეა, ვიდრე სამი ჭიქა არაყი. ეს დასკვნა იმის მიუხედავად გაკეთდა, რომ ღვინოში 12% ალკოჰოლია, არაყში – 40%.
ერთი ნახვით შეყვარება არ არსებობს
ინგლისში მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ერთი ნახვით შეყვარება არ არსებობს.
განაგრძეთ კითხვა:http://www.ambebi.ge