“არ ესროლოთ” – პოლიციის მიერ მოკლული მამაკაცის მეუღლემ მკვლელობამდე გადაღებული ვიდეო გაასაჯაროვა

 ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში პოლიციამ მოქალაქეს ესროლა. მოკლული მამაკაცის მეუღლემ მკვლელობის გადაღება შეძლო და ჩანაწერი გაასაჯაროვა. ჩანაწერში ისმის, თუ როგორ სთხოვს ქალი პოლიციელს, არ ესრლოს მის ქმარს. ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, მკვლელობის ადგილას ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელზეც მოკლული მამაკაცის, კეით სკოტის თითის ანაბეჭდებია. პოლიციაში ამტკიცებენ, რომ ფერადკანიან მამაკაცს მას შემდეგ ესროლეს, რაც ის იარაღით ხელში გადმოვიდა მანქანიდან.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=55gvU5NYWI4&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები