ამაო განგაში ზოდიაქოს ნიშნების წყობის შეცვლასთან დაკავშირებით

გამომდინარე იქიდან, რომ უახლოესი დღეების მანძილზე აქტიურად მუსირებს თემა ვითომდა ზოდიაქოს ნიშნების განლაგების ცვლასთან დაკავშირებით, ჩვენი საიტის ადმინისტრაციაც თვლის საჭიროდ კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენენ განუმარტოს საკუთარ მკითხველს, რომ საქმე გვაქვს აბსოლუტურად მცდარ ინფორმაციასთან. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოდიაქოს ნიშნები შეიცვალა. ეს “ცხელ-ცხელი ნიუსი” კი როგორც აღმოჩნდა ქართულ ინტერნეტ სივრცეში ერთობ რეზონანსული აღმოჩნდა.

გვინდა გაცნობოთ, რომ ზოდიაქოს ნიშანთა სისტემა ევროპული ასტროლოგიის მიხედვით არ ეფუძნება თანავარსკვლავედებს, რომელთაც ყოველ 72 წელიწადში ერთხელ მართლაც ახასიათებთ ერთი გრადუსით ცვლილება. დღევანდელი ასტროლოგიური მეთოდიკა ითვალისწინებს ზოდიაქოს ნიშანთან ციკლურ სისტემას, რომელიც არის სტატიკური და არ იცვლება. შესაბამისად, გაზაფხულის პირველი თვის, მეორე ნახევარში დღეღამსწორობის შემდგომ ქვეყანას ევლინებოდნენ და მოევლინებიან ისევ ვერძები, შემდგომ ამისა კუროები და ა.შ. ასე, რომ გარწმუნებთ, ამ თანამიმდევრობას ვერაფერი დაარღვევს.

რაც შეეხება გავრცელებულ ჭორს და აჟიტირებულ მოსახლოებას (განსაკუთრებით ქალწულის ნიშნით დაბადებული მამაკაცები გაახარა ამ “მცდარმა” ინფორმაციამ) შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი პლანეტა მერკურის რეტროგრადული ფაზის “ოინებია”, რომელიც სავსებით მოსალოდნელი და პროგნოზირებადი თემა გახლდათ. მერკურის რეტროფაზის დროს ყოველთვის მატულობს მცდარი ინფორმაციის გავრცელების ალბათობა მედიის მხრიდან, ასევე ძველი თემების წინ წამოწევა-გადამღერება. მსგავსი ტიპის ინფორმაციები ჯერ კიდევ 2011 და 2015 წლებშიც აქტიურად ვრცელდებოდა პრესაში. სამყაროს აღსასრულის მოახლოებასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებასთან ერთად.
ასე რომ, მეგობრებო, შეგიძლიათ სიმშვიდე შეიარჩუნოთ. ყველა საკუთარ ზოდიაქოს ნიშანზე ვრჩებით და ვამაყობთ იმით, ვინც ვართ და რაც ვართ.

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით astrologi.ge-ს რედაქცია.

განაგრძეთ კითხვა:http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები