კონტრაცეპტივი – ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტი თავსდება მხრის კანქვეშ. პროცედურა ხანმოკლეა – 5-10-წუთიანი. მას ადგილობრივი ანესთეზიით ატარებენ. ამგვარი იმპლანტის წყალობით ქალი სამი წლის განმავლობაში დაზღვეულია არასასურველი ორსულობისგან. რეპროდუქციის უნარი იმპლანტის ამოღებისთანავე აღდგება. ყველაზე ხშირი გართულება, რომელსაც იმპლანტის ტარება იწვევს, არარეგულარული მენსტრუაციაა. ციკლი იმპლანტის ამოღებისთანავე ან მომდევნო 6-9 თვის განმავლობაში წესრიგდება.
სპეციალისტების მონაცემებით, იმპლანტი ეფექტურია 99%–ში.
ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტის ჩაყენების სურვილის შემთხვევაში აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია. ძირითადი უკუჩვენება არის ღვიძლის მწვავე პათოლოგიები. ასევე გულ-სისხლძარღვთა გარკვეული პათოლოგიები; ასევე თუ ქალს ანამნეზში აღენიშნება გაურკვეველი სისხლიანი გამონადენი საშოდან, ჯერ უნდა დადგინდეს მიზეზი.
სხვა სიახლეები