მთვარის დაბნელება 2016 წლის 16 სექტემბერს თბილისის დროით 23:04:50 ზე მოხდება, თევზების ნიშანში 24°20″.
ეს დაბნელება მიეკუთვნება 147 დრაკონის პერიოდს (Сарос) და გვევლინება მე-9 ნომრად 71-დან. თევზები/ქალწულის ღერძზე ეს ბოლოს წინა დაბნელებაა. (ბოლო დანელება იქნება 2017 წლის 26 თებერვალს). დაბნელებამ თევზებში, შესაძლოა, წამოჭრას მნიშვნელოვანი პრობლემები წარსულიდან და საჭიროა მისი გადაჭრა. გრძელვადიანი გლობალური პროცესები დასასრულს უახლოვდება და ჩვენი პროგრესი საჭიროებს შემოწმებას.
წარსული გაქრა. გაშვებულ შანსებს ვერასდროს დავიბრუნებთ. შესამჩნევი გახდება გასული წლების განმავლობაში დაგროვილი ბევრი პრობლემა და წინააღმდეგობა. დაიმსხვრევა ილუზიები, გაქრება გადაუჭრელი საიდუმლოებები, ზოგი ნივთი დაკარგავს ღირებულებას. დაბნელება იმ საკითხებს შეეხება, რომლებსაც მართავს თევზებისა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშანი. ეს გახლავთ – ჯანდაცვის სფერო, მეცნიერება, ყოველდღიური სამუშაო, სერვის მომსახურება (ქალწული) და რელიგია, კულტურა, მისტიკა, ალკოჰოლისა და თამბაქოს პროდუქტი, ნავთობთან და გაზთან დაკავშირებული საკითხები (თევზები). ცვლილება მოხდება ყველას ცხოვრებაში და სახელმწიფოს სოციალურ სფეროში.
დაბნელებამ, შესაძლოა, წამოწიოს კითხვები მედიცინის სფეროსთან დაკავშირებით. უფრო მტკივნეული გახდება თანამედროვე პრობლემები – მარტოობა, სულიერების ნაკლებობა, ეგოიზმი.
მთვარის დაბნელებისას თქვენ გიბრუნდებათ ყველაფერი იგივენაირად როგორც გაეცით. შესაძლოა, გახდეთ მცირე ან დიდი გაყალბების მსხვერპლი. იქნებით ძალიან გაღიზიანებული და დაკარგავთ კონტროლს საკუთარ თავზე. შედეგად – დაიზიანებთ ჯანმრთელობას. წარმოსახვითი გაქცევისკენ მიდრეკილება, ესეც ერთ-ერთი პრობლემაა დაბნელებისა.
ვისზე ექნება დიდი გავლენა დაბნელებას:
1. ქვეყნები და ტერიტორიები – ისრაელი, პალესტინა, ეგვიპტე, პორტუგალია, კორეა, ცეილონი, ინდოეთი (აღმოსავლეთი), მალტა, ურუგვაი, რუმინეთი, ვენესუელა, ჰავაი, ნეპალი, აზია, ავსტრალია, ინდონეზია, და ოკეანიას დასავლეთი ნაწილი, აშშ, წყნარი ოკეანე, რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილი (კამჩატკა, სახალინი, პრიმორიე).
2. ადამიანები – განსაკუთრებულად იმოქმედებს მათზე, ვისაც ჰოროსკოპის მნიშვნელოვანი ელემენტები განთავსებულია თევზების, ქალწულის, ტყუპების, და მშვილოდნის ნიშნებში. ვისაც 19°-დან 29° მუტაბელურ ნიშნებში აქვთ პირადი პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები (Asc, MC).
წყარო: http://geoastro.ge