თიკა ჯამბურია: საქართველოში წყვილმა ურთიერთობა არ იცის, ნამდვილი ურთიერთობა ევროპაში ვნახე

მომღერალი თიკა ჯამბურია სამოგზაუროდ პორტუგალიასა და ესპანეტში იყო. მომღერალს მარტო მოგზაურობამ განსხვავებული შთაბეჭდილებები დაუტოვა. თიკამ აღნიშნა, რომ ოცნების ქალაქი იპოვა და ამასთან, პიროვნულად ძალიან შეიცვალა.
„ესპანეთსა და პორტუგალიაში მოგზაურობა რამდენიმე თვით ადრე დავგეგმე. ესპანეთში რომ ჩავფრინდი, ტელეფონის ნომერიც კი არ ავიღე. მინდოდა ყველაფრისგან დამესვენა და ასეც გამომივიდა. ესპანეთში პირველად ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ მოვექეცი.
მადრიდში მივხვდი, რომ ეს ის ქალაქია, სადაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებ. იქ ყველა გიღიმის და ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, საქართველოშიც ასე იყოს, ნეგატიური სახეები არ დავინახო. ჩემთვის სხვანაირი ზაფხული იყო, რომელმაც ძალიან შემცვალა, ოღონდ – როგორ, ეს არ ვიცი, თითქოს ჩემი ცხოვრების სტილიც შეიცვალა“ – აღნიშნავს მომღერალი. ჯამბურიამ პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შეყვარებული არ არის. „არ ვარ შეყვარებული და ამისთვის არც მზად ვარ. ჯერ 25 წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არავის ვეძებ. ნინას (შვილის) სახით ცხოვრებაში იმხელა ბედნიერება მაქვს, მასზე დიდს ვეღარავინ მომანიჭებს. ეს სიყვარული მთელი ცხოვრება საკმარისი იქნება ჩემთვის. გული არაფერზე მწყდება, რადგან ჩემს ასაკში ჩემნაირი ცხოვრება ალბათ ძალიან ცოტა გოგოს აქვს. ჯანმრთელი მშობლები და შვილი მყავს, ყველაფერი მაქვს, რაც შეიძლება მქონდეს და რა უფლებით ვთქვა, რომ რამეზე გული მწყდება?“, – აღნიშნავს ჯამბურია. „მივხვდი, რომ საქართველოში წყვილმა ურთიერთობა არ იცის. ნამდვილი ურთიერთობაა ისაა, რაც ევროპაში ვნახე. ჩვენს ქვეყანაში ასეთი წყვილები არც შემხვედრია. მთავარი ისაა, რომ ერთმანეთის მიმართ იმხელა ნდობა და პატივისცემა აქვთ, მათი ბედნიერებისთვის სრულიად საკმარისია. ცხოვრებაში პირველად ვნახე ნამდვილი წყვილები. რასაც ვხედავდი, ყველაფერი მსიამოვნებდა“, – განაცხადა მომღერალმა ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში.

კომენტარები

სხვა სიახლეები