“ბათუმობა 2016” – თან დაკავშირებით ბათუმში, ქუჩაზე ქოლგებისგან გაკეთებული დეკორაციის ნაწილი ქარმა დააზიანა.
სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ძირს ჩამოცვენილი ქოლგები გამვლელებს სახლში მიაქვთ. ფეისბუქში შესაბამისი ფოტოც ვრცელდება.
ფაქტმა ფეისბუქმომხმარებლებში გულისწყრომა გამოიწვია, ისინი იმ მოქალაქეებს აკრიტიკებენ, რომლებმაც ჩამოვარდნილი ქოლგები არა ღონისძიების ორგანიზატორებთან, არამედ სახლში წაიღეს. გულისწყრომას საფუძვლიანს უწოდებს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.
როგორც მან “კვირა +“ – თან საუბრისას აღნიშნა, ქოლგები იმ კომპანიის კუთვნილება იყო, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. “ჩემი ინფორმაციით წაღებულია დაახლოებით 5 ქოლგა, სამართლიანია იმ ადამიანების გულისწყრომა, რომლებმაც მოქალაქეები აღნიშნული ქმედების გამო გააკრიტიკეს. ეს ქოლგები ერთ-ერთი კომპანიის საკუთრება იყო, რომელმაც “ბათუმობასთან“ დაკავშირებულ ტენდერში გაიმარჯვა“, – აღნიშნავს ერმაკოვი. 3-4 სექტემბერს, ზღვისპირა ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება “ბათუმობა 2016” იმართება.
Prev Post
სხვა სიახლეები