ბათუმში, „მის და მისტერ პლანეტა – 2016“ ჩატარდება – ვიდეო

“2 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში, კერძოდ ბათუმში, „მის და მისტერ პლანეტა– 2016“ ჩატარდება.
პრესტიჟულ სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩვენს ქვეყანას 30 ქვეყნის მისი და მისტერი, საერთაშორისო ჟიურის თანხლებით ესტუმრება. გამარჯვებულს სხვა პრიზებთან ერთად ოქროს გვირგვინი გადაეცემა, რომელიც პროექტის ერთ–ერთმა სპონსორმა ეთერ ყიფიამ დააწესა.
მსოფლიო სილამაზის კონკურსი უკვე მეორე წელია, რაც საქართველოში ტარდება და მისი პრეზიდენტები არიან: სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი ეკატერინე მგალობლიშვილი და სამოდელო სააგენტო „ინტერსაუნდის“ დამფუძნებელი ირინა პაპაზოვა. კონკურსანტებს მასპინძლობს სასტუმრო „INTOURISTE PALACE“, პროექტი კი, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
4 სექტემბერი 18:00 საათი – ნაციონალური სამოსის ტური,ლოკაცია: „PIAZZA BATUMI“
5 სექტემბერი 15:00 საათი – ფოტოსესია, ლოკაცია: ბათუმის დელფინარიუმი
6 სექტემბერი 12:00 საათი –პრესკონფერენცია – ლოკაცია: სასტუმრო „INTOURISTE PALACE“ 15:00 საათი –ფოტოსესია, ლოკაცია: ბათუმის ბოტანიკური ბაღი
7 სექტემბერი 15:00 საათი – შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ლოკაცია: 20:00 საათი – ტალანტ – შოუ , ლოკაცია: „PIAZZA BATUMI“
8 სექტემბერი 20:00 საათი – საცურაო კოსტუმების ტური, ლოკაცია: სასტუმრო „INTOURIST PALACE“
10 სექტემბერი 20:00 საათი – მსოფლიო სილამაზის კონკურსის ფინალი, ლოკაცია: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი. 23.00 საათი –AFTER PARTY, ლოკაცია:პიერ ბათუმი” – აცხადებენ ორგანიზატორები.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=72c7RNPR158[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები