რუსი ასტროლოგის პროგნოზში საქართველოც მოხვდა – რა ელოდება მარგველაშვილს

რუსი ასტროლოგი ვასილისა ვოლოდინა სექტემბრისთვის საინტერესო პროგნოზს აანონსებს. მის მიერ ჩამოთვლილი ქვეყნების სიაში საქართველო და ქვეყნის პირველი პირი გიორგი მარგველაშვილიც მოხვდა.
როგორც ასტროლოგი ამბობს, მარგველაშვილი და მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოეკიდონ სექტემბრის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ვასილისა ვოლოდინა მაქსიმალურ სიფრთხილეს, წინდახედულებასა და დიპლომატიურობას ურჩევს საიმისოდ, რომ ამ უკანასკნელმა თავიდან აიცილოს დაბნელების ენერგეტიკით გამოწვეული ნეგატიური მოვლენების ჯაჭვი, რომელიც, თავის მხრივ, არა მხოლოდ მის, არამედ ქვეყნის ბედ-იღბალზეც იქონიებს გავლენას. ე.წ. რისკ-ზონაში მოქცეულ ცნობად პერსონებს შორის, მარგველაშვილის გარდა რუსეთის პატრიარქი კირილი და თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც ხვდებიან. ხოლო იმ ქვეყნებს შორის, რომელთა ბედზეც დაბნელება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, შედის სომხეთი, თურქეთი, ნორვეგია, ირანი და სხვები. საქმე იმაშია, რომ სექტემბრის თვეში ორი უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური მოვლენა – მზისა და მთვარის დაბნელება ხდება. დაბნელებები კი ყოველთვის ააქტიურებს ფატალურ და შეუქცევად პროცესებს როგორც ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში, ისე მსოფლიოს მასშტაბით.
სექტემბრის “დაბნელებათა კორიდორს” ვასილისა ვოლოდინა განიხილავს, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენების კუთხით.

წყარო: astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები