დაბერების განსაკუთრებით ქალებს ეშინიათ. ჰგონიათ, რომ გუშინ შვილი გააჩინეს, დღეს კი შვილიშვილების გასეირნება უწევთ. დარდობენ ჭაღარაზე, ნაოჭებზე… თუმცა, ახალგაზრდობის გახანგრძლივება რეალურად შესაძლებელია, თუ რამდენიმე წესს დაიცავთ.
აკეთეთ რამე
იაქტიურეთ. ალბათ, იცით, რომ ფიზიკური ვარჯიშები აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღებას, აზროვნებას. ასე რომ, ვარჯიში, ფეხით სიარული ან საოჯახო საქმეების კეთება გაახშირეთ.
მიირთვით ბოსტნეული
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანები, რომლებიც საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე ცოცხალი ბოსტნეულით, მწვანილითა და ხილით იკვებებიან, იშვიათად ავადდებიან. ხოლო სრულიად მცენარეულ საკვებზე გადასვლა კიბოს განკურნებას უწყობს ხელს. ასე რომ, თუ გამოჯანმრთელება და გაახალგაზრდავება გაქვთ გადაწყვეტილი, ჯანსაღად იკვებეთ.
მეტი ურთიერთობა
გარშემომყოფების როლი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად ურთიერთობენ მეზობლებთან, მეგობრებთან და გამვლელებთანაც კი, კარგი გონებრივი მონაცემებით გამოირჩევიან. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ სტუმრად უმჯობესია ფეხით წახვიდეთ, რაც ჯანმრთელობასაც გაგიუმჯობესებთ და ტვინის მუშაობასაც.
თქვენი სახე – თქვენი სულია!
დრო, რა თქმა უნდა, ცვლის სახეს. ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სარკიდან სულ სხვა ადამიანი გიყურებთ, მაგრამ ეცადეთ, გულში მუდამ სასიამოვნოზე იფიქროთ, რომ სახეზეც მუდამ ღიმილი გქონდეთ. ცუდი აზრები კიდევ უფრო აბერებს სახეს.
მიიღეთ სიცოცხლე
ახალი შთაბეჭდილებები, გართობა, ინტელექტუალური ვარჯიშები (სკანვორდების შევსებაც კი) აუმჯობესებს ტვინის მუშაობს.
ნებისმიერი მოვლენა – გამოცდილებაა
ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, ცხოვრებისეულ გაკვეთილად მიიღეთ. წლებმა დაგაჯილდოეს მეტყველებით, ცოდნით, აღქმით. თქვენში ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებთანაც ოდესღაც შეხება გქონდათ. გახსოვდეთ, რამხელა ცხოვრებისეულ განძს ფლობთ. მას კი ყოველდღიურად ახალ-ახალი ემატება.
დაივიწყეთ შიში და განავითარეთ ჰობი
ნუ შეგეშინდებათ, რომ ცოტა დრო დაგრჩათ და ვერაფერს მოასწრებთ. შიში დროს უფრო აჩქარებს. რატომ უნდა გაატაროთ დღეები შიშში?.. იმის ნაცვლად, რომ მთელი დღეები ტელევიზორთან გაატაროთ, რაიმე გამოიგონეთ, დაწერეთ რომანი, დახატეთ ნახატები, დაესწარით სხვადასხვა კურსს. ცოტა ხაში კი აღმოაჩენთ, რომ წლებმა ახალი გამოცდილება შეგმატეს და ცხოვრებაში კიდევ ბევრი რამე გაქვთ სასწავლი.
წყარო: http://www.marao.ge