შოტლანდიელმა პინგვინმა ნორვეგიის სამეფო გვარდიის ბრიგადის გენერლის წოდება მიიღო

ედინბურგის ზოოპარკის სამეფო პინგვინმა ნორვეგიის სამეფო გვარდიის ბრიგადის გენერლის წოდება მიიღო.
პინგვინს წოდება ედინბურგში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე მიანიჭეს. პინგვინის სახელია ნილს ულაფი. ეს უკვე მესამე პინგვინია ედინბურგის ზოოპარკიდან, რომელიც ნორვეგიის სამეფო გვარდიაში მსახურობს და იქ სამხედრო წოდებებს იღებს. გენერლის წოდების მიღებამდე ის გვარდიის საპატიო პოლკოვნიკი და მისი თილისმა იყო. 2008 წელს ნილს ულაფმა რაინდის წოდებაც მიიღო.

კომენტარები

სხვა სიახლეები