ადამიანმა უძველეს დროში შეამჩნია, რომ სიზმარი მომავალს უწინასწარმეტყველებდა ან საკუთარი თავის შეცნობაში ეხმარებოდა. მოგვიანებით სიზმრების შემსწავლელი მეცნიერებაც კი შეიქმნა. მეცნიერების აზრით, სიზმარი ჯანმრთელი გონების განუყოფელი ნაწილია. გთავაზობთ 6 სიმბოლოს, რომელსაც შეიძლება სიზმარში ხედავდეთ და უყურადღებოდ არ უნდა დაგრჩეთ. 1. ყუთები – თუ ყუთები გესიზმრებათ რაღაცას გიმალავენ და თქვენ ამას ქვეცნობიერის დონეზე გრძნობთ. ყუთი მიანიშნებს იმედგაცრუებაზე. თუ სიზმარში ბევრ ყუთს ხედავთ, საკუთარ გრძნობებში ვერ გარკვეულხართ. 2. ტელეფონები – თუ სიზმარში ტელეფონი გირეკავთ, როგორც იქნა, თქვენმა ქვეცნობიერმა გამოსავალი იპოვა და იმ გზას დაადგა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. თუ ძილში ტელეფონს არ უპასუხეთ, სიახლეების გეშინიათ. 3. მთვარე – მთვარის სიზმარში ნახვა თქვენში ღრმად ჩამალულ ნიჭზე მიანიშნებს. როგორც ჩანს, ხელოვნების რომელიღაც დარგში დიდი მომავალი გელით. 4. გზა – გზა თქვენი ცხოვრებისეული თავგადასავლისა და მოგზაურობის სიმბოლოა. თუ სუფთა ასფალტის გზა გესიზმრებათ, გჯერათ, რომ მომავალში წარმატება გელოდებათ. თუ გზას მკვეთრად ვერ ხედავთ, ან ის ბურუსითაა მოცული, მომავლის გეშინიათ. 5. ყვავილები – თუ გაფურჩქნული ყვავილი დაგესიზმრათ, ახალი პერსპექტივა გადაიშლება თქვენ თვალწინ. საშუალება მოგეცემათ თავი გამოიჩინოთ და ნიჭი გამოავლინოთ. დამჭკნარი ყვავილები კი ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპის დასასრულზე მიგანიშნებთ. 6. წყალი – სიზმარში წყალი ჩვენს ცხოვრებისეულ ამბიციებს ასახავს. თუ ოკეანე გესიზმრებათ, თქვენში დიდი პოტენციალია და დროა გარისკოთ. თუ წყარო ან რუ დაგესიზმრათ მცირე პრობლემებს უნდა გაუმკლავდეთ.
წყარო: http://galanews.ge/