მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ახალ მეწყვილეს ეძებს. ჟურნალ “სარკესთან” საუბარისას განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც მისი უკრაინელი პარტნიორი მაქს რიჟიკოვი სამშობლოში დაბრუნდა, ისევ უცხოელ მეწყვილეს ეძებს, რადგან ქართველები დაკავებულები არიან.
“ხშირად იშლებიან წყვილები. მეწყილე აღარ მყავს. მაქსმა თავის სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. რაღაც პრობლემები ჰქონდა ოჯახში და ვეღარ მოხერხდა ჩვენი წყვილად დარჩენა. კარგი მეწყვილე მინდა. მაქსის პოვნაც იმიტომ გამიჭრდა, რომ კარგი დონის მოცეკვავეებს საქართველოში ჩამოსვლა არ სურთ.
მაქსი ჩემთვის პირველი უცხოელი მეწყვილე იყო, იქამდე ყოველთვის ქართველი მეწყვილეები მყავდა, მაგრამ ახლა ქართველთან დადგომას არ ვფიქრობ, თან ყველა დაკავებულია. საერთო ჯამში, უფრო მარტივი იქნება, ქართველი მეწყვილე მყავდეს, რადგან მე არ მომიწევს მისი სამსახურში აყვანა და გარკვეული ხარჯების გაღება, მაგრამ მაინც უცხოელი მირჩევნია”, – ამბობს სალომე ჭაჭუა.
წყარო: ჟურნალი “სარკე”