როგორ აღნიშნა 8 აგვისტოს ლაშა შავდათუაშვილმა რუსზე გამარჯვება (ვიდეო)

ლაშა შავდათუაშვილმა რუსი ძიუდოისტის იპონით დამარცხების შემდეგ, მას გულზე ამოტვიფრულ საქართველოს დროშაზე ხელით მიანიშნა. მოგეხსენებათ ქართველი სპორტსმენი წარმოშობით ქალაქ გორიდან არის და მისთვის 8 აგვისტოს რუსზე გამარჯვება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლას არ ნიშნავდა. შავდათუაშვილის გამარჯვების შემდეგ კომენტატორებმაც შეაფასეს მიმდინარე მოვლენები „”8 აგვისტოს ქართველი რუსთან არ წააგებდა, გამორიცხულია” შეგახსენებთ რომ , რიოს ოლიმპიადაზე 73 კგ-ში მოასპარეზე ძიუდოისტმა, ლონდონის 2012 ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა რეპეშაჟში რუსეთის წარმომადგენელი დენის იარცევი დაამარცხა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, იარცევი ქართველს იუკოთი ამარცხებდა, ბოლო წუთზე ლაშა შავდათუაშვილმა ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი რუსი იპონით დაამარცხა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=IBShwLdRPPU&feature[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები