ჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე ტელეკომპანია “მაესტროში”. „კვირა +“ ესაუბრა ირაკლი მაისურაძეს, რომელმაც დაადასტურა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მაგდა ანიკაშვილთან ერთად „მაესტროს ფაქტორს“ წაიყვანს.
„უკვე მაესტროში ვზივარ. ახალი სეზონისთვის ახალი პროექტები დამუშავდება. ახლა „მაესტროს ფაქტორზე“ ვიმუშავებ. მე და მაგდა ანიკაშვილი, როგორც ადრე ლევანს და მაგდას მიჰყავდათ, იგივე ფორმატით გავიყოფთ ეთერს“, – განაცხადა „კვირა+“-თან ირაკლი მაისურაძემ.
შეგახსენებთ, რომ “მაესტროს ფაქტორის” წამყვანები ამ დრომდე ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი და ლევან ჩხაიძე იყვნენ. ლევან ჩხაიძემ ტელეკომპანია “მაესტრო” რამდენიმე დღის წინ დატოვა და “იბერიაში” გადაინაცვლა.
სხვა სიახლეები