შვილმა დედას პოლიციაში უჩივლა ცუდი საჩუქრის გამო

შვედმა მამაკაცმა დედის დაპატიმრება მოითხოვა იმის გამო, რომ საშობაოდ მან შვილს მკვეთრი ყვითელი სვიტერი აჩუქა. ეს უჩვეულო ინციდენტი შვედეთის ქალაქ ბლეკინგში მოხდა. კაცმა თავად დარეკა სამართალდამცავ ორგანოებში და მოითხოვა, დედამისი დაეპატიმრებინათ.
როდესაც პოლიციელები ადგილზე მივიდნენ, გაოგნდნენ 36 წლის მამაკაცის ბრალდებით – მისი თქმით, დედამ საშობაოდ მისთვის საძულველი ყვითელი ფერის სვიტერი მოუქსოვა, რის გამოც ითხოვდა, დედა მკაცრად დაესაჯათ. მისი თქმით, დედამისმა მისი უფლებები დაარღვია და ამის გამო იმსახურებდა სასჯელს.
არადა, დედას ისე სდომებია საყვარელი შვილის გახარება, ორი თვე ქსოვდა მისთვის თბილ შალის სვიტერს. როდესაც ბიჭმა კოლოფი გახსნა და სვიტერი აღმოაჩინა, კონტროლი დაუკარგავს, გაფიცხდა, გამძვინვარდა და ჯერ დედა გამოლანძღა, მერე კი პოლიციაში დარეკა.
კიდევ კარგი, პოლიციელები გონიერი ადამიანები აღმოჩნდნენ და სკანდალისტის დედა განყოფილებაში არ წაუყვანიათ, მომჩივანს კი ურჩიეს, ამიერიდან ნათესაური კონფლიქტები შინ, მშვიდობიანად გადაეწყვიტა.

წყარო: mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები