საქველმოქმედო კონცერტი: “ჩვენ ვმღერით შენთვის, ევა” გაიმართება

საქველმოქმედო კონცერტი “ჩვენ ვმღერით შენთვის, ევა” რიყის პარკში გაიმართება და ევა ბარბაქაძეს მიეძღვნება, რომელიც ამჟამად თურქეთის ერთ–ერთ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის.
კონცერტის შესახებ საღამოს ორგანიზატორი 147-ე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ციცი აბაშიძე გვესაუბრება, რომელსაც გრანდიოზული კონცერტის მოწყობაში თავად კონცერტის მონაწილეები, შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები ეხმარებიან.
როგორც ვიცი, ეს ინიციატივა შენგან წამოვიდა. როგორ დაიწყე ყველაფერი. 147–ე სკოლის მე–9 კლასში ვსწავლობ. სიკეთის კეთება ყველამ უნდა ვისწავლოთ. ეს არ არის ძნელი. ვფიქრობ, გაჭირვების დროს თანადგომის გაწევა, სხვადასხვა ფორმით, ყველა ადამიანს შეუძლია. მთავარია, რომ მოინდომო. სულ მქონდა სურვილი, ვინმეს დასახმარებელი საქველმოქედო კონცერტის ორგანიზატორი ვყოფილიყავი. პატარა გამოცდილება მივიღე, როდესაც „გაუფერადე სამყარო ბავშვებს” – ორგანიზაციის მიერ გამართულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ვესწრებოდი და ვსწავლობდი, რა როგორ კეთდებოდა.
ევას შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. ის, თითქმის ჩემი თანატოლია და შეიძლება ფეხზე ვერ გაიაროს მხოლოდ იმიტომ, რომ სრულფასოვანი მკურნალობის ჩასატარებლად საკმარისი თანხა მის ოჯახს არ აქვს. ამისათვის გადავწყვიტე, ევას რაღაცით მეც დავხმარებოდი. კეთილი საქმისთვის ვიცოდი, ყველა გვერდში დამიდგებოდა. პირველი, რაც გავაკეთე, სასწრაფოდ მოვძებნე ადამიანი, ვისაც გამოცდილება ჰქონდა და ჩემი დაკვალიანება შეეძლო. ასე მივმართე მერიას განცხადებით, აპარატურის გამოყოფის შესახებ. როდესაც დაზუსტება მთხოვეს, რა სიმძლავრის აპარატურას ვითხოვდი, აქაც დეტალურად ამიხსნა და დამაკვალიანა ჩემმა კეთილმა მეზობელმა, რომელიც ამ საქმეში კარგად ერკვეოდა. მერიაში დამატებითი განცხადება შევიტანე, სადაც უკვე ყველაფერი ნათლად მქონდა მითითებული. ორ დღეში, პასუხად მივიღე დასტური. ამის შემდეგ გავბედე და ჩემს დიდ მეგობარს, ნატო დუმბაძეს დავუკავშირდი. იგი ამჟამად საქართველოში არ გახლავთ, თუმცა ამ დრომდე ყველაფერში მეხმარება. სწორედ მან დამაკავშირა შორენას და მის მეგობრებს: აჩი მეფარიძე, ნინა წრიალაშვილი, რატი დურგლიშვილი, ლელა წურწუმია, მაკა ზამბახიძე, ვერიკო ტურაშვილი, როლებიც კონცერტში მონაწილეობაზე დაუფიქრებლად დაგვთანხმდნენ. მინდა ყველას ვთხოვო, დაგვიდგნენ მხარში, რათა ყველა ერთად დავეხმაროთ ევას. სიკეთე გადამდებია! საქველმოქმედო კონცერტი: “ჩვენ ვმღერით შენთვის, ევა” რიყის პარკში 19 ივნისს, 5 საათზე, გაიმართება. ბილეთის ფასია 5 ლარი და შეგიძლიათ შეიძინოთ საიტზე: biletebi.ge ze.

კომენტარები

სხვა სიახლეები