რისთვის უხდის მადლობას სტანისლავ ბონდარენკოს შალვა ნათელაშვილის მეუღლე? (ფოტო)

შალვა ნათელაშილის მეუღლე ბელა ალანია მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვ13281704_1197082256998677_1569499613_nავების“ მონაწილე სტანისლავ ბონდარენკოზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სტასის ადამიანობას არ აქვს საზღვარი.
„პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” ვნახე სტანისლავ ბონდარენკოს მიერ შესრულებული „ქართული ცეკვა“. მართლა გული ამიჩუყდა. როგორი პასუხისმგებლობით დაუფლებია ქართულ ხელოვნებასაც. ეს ახალგაზრდა მსახიობი ეხმარება მიხეილ სხვიტარიძეს ძვირად ღირებული ოპერაციის დაფინანსებაში. მონაწილეობს ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლში “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, ზურიკელას როლში. შემოსულ თანხას რიცხავს ქართველი ბავშვის ოპერაციისთვის. ნამდვილად არ აქვს მის ადამიანობას საზღვარი. როცა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს სიკეთე აერთიანებთ, ეს ყველაზე გულწრფელი, კეთილშობილური, უღალატო ურთიერთობაა. დიდი მადლობა, სტას, ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ. ძალიან ვაფასებ შენს კეთილშობილებას“, – აღნიშნავს ბელა ალანია.
13285657_1197082250332011_995230340_n

კომენტარები

სხვა სიახლეები