როგორ იცვლება ცხოვრება, როდესაც ლოდინს წყვეტ

სტატიაში – „როგორ შემოვუშვათ საოცრებები ცხოვრებაში, ან ცხოვრება ლოდინის გარეშე“ ტრენინგების კურსების ავტორი ევგენია მედვედევა აღნიშნავს იმას, თუ როგორი მნიშვნელოვანია საკუთარი ცნობიერის გამუდმებული ლოდინისგან გათავისუფლება და რა შედეგის მოტანა შეუძლია.
იმედი გვაქვს, ეს მოტივირებული სიტყვები დაგეხმარებათ იმაში, რომ მოვლენებს უფრო მარტივად შეხედოთ.
„მე შევწყვიტე რაღაცის ლოდინი… და იმ მომენტში სულში ისეთმა სიმსუბუქემ დაისადგურა, თითქოს სიცოცხლე დავიწყე, მანამდე იმაზე უფრო ვფიქრობდი, როგორ ვიცხოვრო, ახლა კი ასე ავიღე და დავიწყე. მე შევწყვიტე რაღაცის ლოდინი საკუთარი თავისგან… ადრე ველოდებოდი, რომ აი, ახლა გაიხსნება ჩემი პოტენციალი და ასეთი და ასეთი გავხდები, დავწერ ას სტატიას, ათ წიგნს, შევქმნი რაღაც უძლიერესს და ა.შ.
– მე შევწყვიტე საკუთარი თავისგან შედეგების ლოდინი. მე შევწყვიტე რაღაცის ლოდინს სხვებისგან – რომ უეცრად დამაფასებენ, იქნებიან ჩემ მიმართ კეთილები და პასუხისმგებლობის მქონეები… მე შევწყვიტე პარტნიორისგან იმის ლოდინი, რომ ის უეცრად გამიგებს და ყველაფრის კეთებას ისე დაიწყებს, როგორც მე მინდა… – მე შევწყვიტე ფულის ლოდინი. მივიღე ის თანხები, რომლებიც მაქვს. მე შევწყვიტე ცხოვრებისგან რაღაცის ლოდინი და მოთხოვნა, რომ რაღაცა უნდა მოეცა ჩემთვის… – შიგნით ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ყველაფერს ვაკეთებ, ზოგი არ აკეთებს არაფერს და ყველაფერს იღებს. კიდევ იმის ლოდინი შევწყვიტე, რომ ხვალ უეცრად ყველაფერი შესანიშნავი გახდება და პრობლემები არ გვექნება. ჩემს გულუბრყვილო ბავშვურ ასპექტს სიმშვიდე სურდა იქამდე, სანამ ზრდასრულმა ასპექტმა არ გაათვითცნობიერა, რომ სიმშვიდე შიგნითაა და არა იმაში, რომ გარე სამყაროში საქმეები ან მოუგვარებელი საკითხები არ გაქვს. მე საერთოდ შევწყვიტე რაღაცის ლოდინი… ჩემთვის სულ ერთი გახდა, თუ რა მოხდებოდა. შიგნით იყო შიში იმისა, რომ მოხდებოდა ისეთი რამ, რასაც ვერ გაუმკლავდებოდი. მე ვუთხარი საკუთარ თავს: „რაც იქნება – იქნება. ყველაფერი ჩემთვის საუკეთესოდ დატრიალდება“.
მე მაქვს გეგმები, ის თუ რისი განხორციელება მსურს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი გეგმები და ის, რასაც ვფიქრობ მათზე, სასაცილოა იმასთან შედარებით, თუ რა შესაძლებლობები მომიმზადა ცხოვრებამ.
მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში საოცრებები ხდება:


13282128_1195176727189230_1776790504_n1. მე საკუთარი თავის უფრო კარგად მესმის, ჩემთან მოდის იდეები, მე მივხვდი, რომ შემიძლია მათი განხორციელება მაშინაც, როცა ჯერ არ ვიცი – როგორ. მე მივდიოდი წინ, ვიწყებდი იდეის განხორციელებას და პროცესში გზები და საშუალებები იკვეთებოდა.

2. მე ბევრად უფრო მეტი საქმის გაკეთება დავიწყე. ადრე დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდი და თვითონ საქმე უკვე ნაკლებად კარგად გამოდიოდა. მე გაოცებული დავრჩი, რომ ყველაფერი უფრო კარგად გამომდის ახლა, ვიდრე მაშინ, როდესაც რაღაცისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი.

3. მე დავიწყე იმის თხოვნა, რაც სწორედ იმ მომენტში მჭირდებოდა და უარს ვამბობდი იმაზე, რაც არ მჭირდებოდა, თან არ ველოდებოდი, სხვა ა13288986_1195176730522563_2056347791_nდამიანები ამას გაიგებდნენ თუ არა.

4. მოვლენები უბრალოდ ჩამოცვივდა ჩემს ცხოვრებაში და ვერც კი ვასწრებ, იმდენი რამ მაქვს გასაკეთებელი. თანაც მინიმალური დატვირთვით ყველაფერი წარმატებულად გამოდის. მე ასევე თავად დავიწყე მნიშვნელოვანი მომენტების ფორმირება, ადრე კი უბრალოდ რეაგირებას ვახდენდი იმაზე, რაც ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში.

5. მე ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. გაოცებული ვარ, რომ ადამიანებს ვიცნობ სუპერმარკეტებში, ლიფტებში, ქუჩებში – ნებისმიერ ადგილას და არ ვფიქრობ, „როგორ გავიცნო?“.

6. ძალიან ბევრჯერ აღმოვჩენილვარ საჭირო დროს საჭირო ადგილას. მოვლენები ერთ ჯაჭვში ლაგდებოდა და სწორედ იმასთან მივყავდი, რაც იმ მომენტში მჭირდებოდა.

7. ჩემი ქვითრის თანხა სუპერმარკეტში საყიდლების შემდეგ 2-ჯერ შემცირდა, ადრე ბევრი რამის ყიდვა მიწევდა და პროდუქტები მაინც არ მყოფნიდა, ახლა ნორმალურ ფასად ხარისხიანი პროდუქტის ყიდვა შემიძლია.

ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში თავად მოდის. ადრე უბრალოდ ვერ ვხედავდი ცხოვრების საჩუქრებს და ლოდინის რეჟიმში ვცხოვრობდი. ახლა სიცოცხლის დინების, ცვალებადობის შეგრძნება და იმაზე გამოხმაურება ვისწავლე, რასაც ცხოვრება მოცემულ მომენტში გთავაზობს.
13296234_1195176723855897_615904099_n

კომენტარები

სხვა სიახლეები