Send My Love – ადელმა საზოგადოებას ახალი კლიპი წარუდგინა და ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება გააფორმა (ვიდეო)

ადელი ყოველწლიური Billboard Music Awards-ის ცერემონიას ვერ დაესწრო, თუმცა მედია მაინც აალაპარაკა. მომღერალმა მთავარი 13293327_1195143687192534_156564944_nჯილდო ნომინაციაში „წლის საუკეთესო არტისტი“ დაიმსახურა და საზოგადოებას ახალი კლიპი სიმღერაზე Send My Love (To Your New Lover) წარუდგინა. ვიდეოს რეჟისორი პატრიკ დოტერსია. რგოლი ლონდონში, სავარაუდოდ, ძალიან მოკლე ხანში გადაიღეს, რადგან კლიპი უბრალო და მინიმალისტურია. თუმცა საინტერესო ისაა, რომ ადელი კლიპში პირველად ცეკვავს.
ცერემონიის დასრულებისთანავე ადელის შესახებ კიდევ ერთი ახალი ამბავი გახდა ცნობილი. მომღერალმა ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული მუსიკალური გარიგება გააფორმა – კომპანია „სონიმ“ ადელთან კონტრაქტი 90 მილიონ ფუნტ სტერლინგზე გააფორმა. ადელმა ასევე ბრიტანელი მომღერლის – რობი უილიამსის რეკორდი მოხსნა. რობის კომპანიამ „FMI“ 80 მილიონი ფუნტი სტერლინგი 2002 წელს გადაუხადა. რობიმ კი, თავის მხრივ, უიტნი ჰიუსტონს გაუსწრო. რომელსაც კომპანიამ „Arise“ იმ დროს 70 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები