სოციალურ ქსელში 6 წლის გოგონას ნახატი გამოქვეყნდა, რომელიც ნამდვილ ჰიტად იქცა. გოგონამ დედის ორი განსხვავებული მდგომარეობა აჩვენა: როგორ გამოიყურება დედა დილით და როგორია ის, როდესაც მზადაა გარეთ გასასვლელად.
როგორც ბავშვის ნახატიდან ჩანს, დილით დედას თმა ყალყზე უდგას, მას შეშლილი სახის გამომეტყველება აქვს. გარეთ კი დედა დავარცხნილი, მკვეთრი მაკიაჟით, მოკლე კაბით და ქუსლიანი ფეხსაცმლით გადის. რამდენიმე დღეში სურათი 2-მა მილიონმა მომხმარებელმა ნახა. ბევრმა იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ამით ბავშვის მასწავლებელი, რომელიც აძლევს მსგავს დავალებებს მოსწავლეებს, არკვევს, აქვს თუ არა ბავშვს ოჯახში პრობლემები. ამ შემთხვევაში, ქალის ასეთი გამომწვევი ჩაცმულობა შესაძლოა, უარყოფითი სიგნალიც იყოს, – წერს უცხოური მედია.
სხვა სიახლეები