ყველაზე სიმპათიური მამაკაცების სანახავად საქართველოში უნდა ჩახვიდეთ, – ეს დასკვნა ერთ-ერთი რუსული ვებგვერდის სტატიაში – „სად წავიდეთ სიმპათიური კაცების სანახავადა” გამოქვეყნდა.
აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს ყველაზე სიმპათიური მამაკაცების ხუთეულში საქართველო პირველ ადგილზეა.
„ო, ეს ვნებიანი, ტემპერამენტიანი ქართველი მამაკაცები. მათი შეშლილი ინტერესები ზოგჯერ გაშინებს, მაგრამ, ძირითადად, მაგნიტივით იზიდავს ქალებს. სიყვარული და სექსი, ოჯახი და ბავშვები, მადლიერება და ტალანტი – ეს სერიალის მოკლე შინაარსი კი არა, ქართველი მამაკაცის პორტრეტია. ამ ყველაფერს დამატებული საცივი და გიჟური ვნება – და თქვენ მიიღებთ ნამდვილ ქართველ მამაკაცს“. აღსანიშნავია, რომ ქართველებთან ერთად ხუთეულში მოხვდნენ: ავსტრალიელი, ესპანელი, ჰოლანდიელი და შვეიცარიელი კაცები.