დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II საკუთარ იუბილეს 21 აპრილს აღნიშნავდა, თუმცა სადღესასწაულო ღონისძიებები კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაიმართება.
გუშინ, 15 მაისს, უინძორში მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიება მოეწყო. უინძორის სასახლის ტერიტორიაზე ცხენების შოუ ჩატარდა. მონაწილეობა მიიღო 900-ზე მეტმა ცხენმა მთელი მსოფლიოდან. ზეიმის მიმდინარეობისას 25 000-ზე მეტ სტუმარს ელისაბედ II-ის ცხოვრების ისტორიის და მმართველობის ამსახველი კადრები აჩვენეს. კონცერტი მიჰყავდა ჰელენ მირენს, რომელსაც დედოფალი ფილმებსა და თეატრალურ სცენაზე არაერთხელ განუსახიერებია. მირენს ამ როლისთვის ბევრი პრესტიჟული პრემია და „ოსკარიც“ კი აქვს მიღებული.
სხვა სიახლეები