კანის კინოფესტივალზე ჩასულო რეჟისორის – ვუდი ალენის ირგვლივ სექსუალურმა სკანდალმა „იფეთქა“. რეჟისორის ვაჟმა ჟურნალ Hollywood Reporter-ში ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ვუდი ალენს აყვანილი ქალიშვილის – დილან ფეროუს გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ვერავინ ბედავს ალენისთვის ამ თემაზე შეკითხვების დასმას, რადგან ვუდი მსოფლიოში ცნობილი რეჟისორია.
„კვლავ იქნება პრესკონფერენციიები, იქნება წითელი ხალიჩა, რომელზეც მამაჩემი თავის ცოლთან, ჩემს დასთან ერთად გამოჩნდება. (ვუდი ალენმა ცოლად საკუთარი გერი მოიყვანა). მის გვერდით იქნებიან ვარსკვლავები – კრისტენ სტიუარტი, ბლეიქ ლაივლი, სტივ კარელი, ჯესი ეიზენბერგი, და პრესა უხერხულ შეკითხვებს არ დაუსვამს. ეს არ არის ის დრო, ის ადგილი, იქ ასე არ იქცევიან“, – წერს ალენის ვაჟი რონანი.
და დღეს არავინ მიაქცევდა ყურადღებას ალენის ვაჟის წერილს, რომ არა კანის ფესტივალის წამყვანი, ფრანგი მსახიობი ლორან ლაფიტი. მან ამ თემაზე სცენიდან დაიწყო საუბარი და ვუდის მიმართა:
„ძალიან სასიამოვნოა თქვენი ნახვა საფრანგეთში. ბოლო დროს ბევრს იღებდით და ევროპაში მოგზაურობდით, იმ დროს, როდესაც აშშ-ში გაუპატიურებისთვის ბრალიც კი არ წაგიყენეს“.
გარდა ამისა, წამყვანმა რეჟისორ რომან პოლანსკის ირგვლივ 40 წლის წინანდელ ამბავზე მიანიშნა. პოლანსკი დღემდე საგამოძიებო ფედერალური ბიუროს ძებნილთა ბაზაში ირიცხება.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ ვუდი ალენის ვაჟმა The New York Times-ში ასევე გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ალენის აყვანილი შვილის – დილანის 7 წლის ასაკში გაუპატიურების შესახებ დაწერა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებას გაუპატიურების ფაქტი არ დაუმტკიცებია. როდესაც უკვე გაზრდილმა დილანმა პირადად დაადანაშაულა რეჟისორი, ალენმა განაცხადა, რომ ეს მისი ყოფილი მეუღლის ინიციატივით სპეციალურად იყო ნათქვამი, ვუდი ალენის ლაფში ამოსასვრელად.
Prev Post
სხვა სიახლეები