„კონფლიქტის სამზარეულო“ – ვარშავაში ახალი რესტორანი გაიხსნება

 

ვარშავაში მობილური რესტორანი გაიხსნება, სადაც კონფლიქტების მქონე ქვეყნების სამზარეულოს კერძების დაგემოვნება იქნება შესაძლებელი. რესტორან „კონფლიქტის სამზარეულოს“ თანადამფუძნებლები დევნილები და მიგრანტები იქნებიან.

ცნობილია, რომ რესტორანი ვისლას სანაპიროზე გაიხსნება. დაწესებულების პირველ სტუმრებს კერძებს საკუთარი სამზარეულოდან თავდაპირველად სირიის, კონგოს და უკრაინის წარმომადგენლები შესთავაზებენ. რესტორნის მენიუ რეგულარულად შეიცვლება.

„ჩვენ რესტორანში სამუშაოდ მიგრანტები აგვყავს. მათ სამართლიანი პირობებით ვასაქმებთ და ვასწავლით“, – აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, მაცეი კუზემსკიმ.

კომენტარები

სხვა სიახლეები