ინგრედიენტები:
ლორი – 200 გრ;
კიტრი – 200 გრ;
პომიდორი – 200 გრ;
ხახვი – 150 გრ;
სალათის ფურცელი,
მარილი.
სოუსისთვის: ზეთი – 5 ს/კ; ძმარი – 3 ს/კ; მდოგვი – 1 ს/კ.
მომზადების წესი: ხახვი, ლორი და კიტრი სირგძეზე დავჭრათ. პომიდორი – კუბიკებად. სოუსი მოვამზადოთ: ზეთი, ძმარი და მდოგვი ერთმანეთში შევურიოთ და კარგად მოვურიოთ. სალათის ფურცლები ხელით გავაცალკეოთ და თასში მოვათავსოთ. შემდეგ ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ და მარილი მოვაყაროთ. ბოლოს მომზადებული სოუსი მოვასხათ და ავურიოთ.