ჰოლივუდის მსახიობი ჯეინ ფონდა უკვე 78 წლისაა, თუმცა მას ახლაც ისევე, როგორც უწინ, კარგად შეუძლია გარშემომყოფთა მზერის მიპყრობა. ასე მოხდა სერიალის „გრეისი და ფრენკი“ მეორე სეზონის პრემიერაზე ლოს-ანჯელესში. ჯეინი ფილმში ქალის მთავარ როლს ასრულებს. პრემიერაზე მსახიობს მოდური ზედა და მწვანე შარვალი ეცვა.
ფონდა ამ ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია! როდესაც ჯეინი სერიალის გუნდთან ერთად ფოტოებს იღებდა, ის მიხვდა, რომ ყველა ვერ ხვდება კადრში, თავად წინ გადავიდა და მუხლზე დადგა. მსახიობმა ეს ძალიან გრაციოზულად გააკეთა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ართრითთან დაკავშირებული ტკივილი მისთვის უცნობია, – წერს უცხოური მედია.
რაც შეეხება კომედიურ სერიალს „გრეისი და ფრენკი“, ჯეინ ფონდა და მისი კოლეგა – ლილი ტომლინი საუკეთესო მეგობრებს თამაშობენ. მათი ცხოვრება იცვლება მას შემდეგ, რაც მათგან ქმრები წავიდნენ და ერთმანეთზე დაქორწინდნენ. სერიალის შემქმნელი მარტა კაუფმანია, რომელმაც მსოფლიოს ცნობილი სერიალი „მეგობრები“ აჩუქა.
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები