წითელი პარასკევი: ტრადიციები და აკრძალვები

დიდი პარასკევი (წითელი პარასკევი) – დღე, როდესაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს. იმ წუთებში კაცობრიობა განაჩენს ელოდა მაცხოვრის მიერ დათხეული თითოეული წვეთი სი13077288_1176928259014077_1306173485_nსხლის გამო. განაჩენი კი ასეთი იყო: „მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან”. ქრისტეს ჯვართან ჯვარცმისას შეკავშირდა სამყაროს მთელი ბოროტება და იქვე დამარცხდა ეს ბოროტება. „გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრიტესი ამა სოფლის თავადთან და ქრისტემ სძლია ამ სოფელს”.
წითელ პარასკევს ეკლესიაში ეგრეთ წოდებული „გარდამოხსნის გადმოსვენება”, ანუ იესო ქრისტეს სხეულის ჯვრიდან გადმოხსნის რიტუალი სრულდება. საღამოს კი იკითხება „თორმეტი ვნების სახარება”, ანუ ყველა ის ადგილი სახარებიდან, სადაც აღწერილია
12360815_983835421674963_869263042_nუფლის წმინდა ვნება ჯვარზე.
კიდევ ერთ უძველესი ტრადიციაა – კვერცხის წითლად შეღებვა. დღეს კვერცხის შეღებვა თითოეულ ოჯახში მზის ჩასვლამდე უნდა მოხდეს.
რაც შეეხება აკრძალვებს, აღდგომისთვის მომზადება დიდ ხუთშაბათს უნდა დასრულდეს იმისთვის, რომ ლოცვაში არაფერმა შეგიშალოთ ხელი. დიდ პარასკევს აკრძალულია მუშაობა, სახლის დალაგება, კერვა, რეცხვა ან სადილის მომზადება. გამონაკლისია – პასკების გამოცხობა, კვერცხის შეღებვა და ბოსტანში ან მინდორში რაიმეს დარგვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები