ათი თვისება ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის შესაყვარებლად

მაშ ასე, რატომ უნდა შეიყვაროთ ლომი:


1. იგი უზომოდ ერთგულია – ლომს მზე მართავს, რომელიც თავის მხრივ ანატომიურად გულს შეესიტყვება. ადამიანს კი რომელიც გულით ცხოვრობს ორპირობა და ღალატი არასოდეს გამოსდის.

2. აქვს ჯანსაღი ამბიციები – მისი თვითრწმენა და ცხოვრების სიყვარული გადამდებია.

3. საიმედო ადამიანია – მისთვის ღირსება ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას ცხოვრებაში. ლომებს შორის იშვიათად შეხვდებით გამყიდველებს სულით.

4. მის გვერდით არასოდეს მოიწყენთ – ლომები ოპტიმიზმს ასხივებენ. მათთვის ცხოვრება ლამაზი დღესასწაულია, ამიტომ ცდილობენ სხვასაც გაუნაწილონ ეს სადღესასწაულო განწყობა.

5. უყვარს სიცოცხლე – მისი სიცოცხლის სიყვარული გადამდებია.

6. ყოველთვის სჯერა ბედნიერი დასასრულის – ლომი წაგებას არასოდეს აღიარებს, მაშინაც კი, როცა ნათლად ჩანს, რომ დამარცხებულია. მისი ოპტიმიზმი მართლაც რომ აღფრთოვანების ღირსია.

7. გულწრფელია – ძალიან უყვარს საკუთარ გრძნობებზე საუბარი და სითბოს გამოხატვა.

8. ყოველთვის აქვს კარგი კავშირები – საჭიროების შემთხვევაში მის გამო მეგობრები ყირაზე დადგებიან. მას ყველგან ეთქმის “სერიოზული სიტყვა”.

9. სიყვარული მთელი გულით შეუძლია – მაქსიმალისტია, თუკი შეგიყვარათ, გულს მოგიძღვნით ბოლომდე.

10. მისი დაბადების დღე წლის საუკეთესო პერიოდშია – ზაფხული, მზე, ზღვა – რა გინდა სხვა?

წყარო: http://astrologi.ambebi.ge/astro-ambebi

კომენტარები

სხვა სიახლეები