ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილ მომღერალ პრინცს სიკვდილამდე 154 საათი არ ეძინა. ინფორმაცია გამომძიებლებს მომღერლის დის მეუღლემ, მორის ფილიპსმა მიაწოდა.
„მე წინა უქმეებში მის გვერდით ვიყავი. მან შეუჩერებლად 154 საათის განმავლობაში იმუშავა“, – განაცხადა ფილიპსმა.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი პრინცის გვამის კრემაცია 23 აპრილს მოხდა, დღეს კი საყვარელ შემსრულებელს მისი თაყვანისმცემლები ემშვიდობებიან. შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე პრინცმა 39 სტუდიური ალბომი ჩაწერა, 136 მუსიკალური კლიპი და 6 კრებული გამოუშვა. მომღერლის გაყიდული ალბომების საერთო ტირაჟი – 100 მილიონ ეგზემპლარზე მეტია. პრინცი ბევრი პრესტიჟული პრემიის ლაურეატია, 7 „გრემის“, ერთი „ოქროს გლობუსის“ და „ოსკარის“ მფლობელია.
Prev Post
სხვა სიახლეები