სალათა ,,აღდგომის კვერცხი“

ინგრედიენტები: ძროხის ხორცი – 250გრ, კარტოფილი – 300 გრ, კვერცხი – 5 ცალი, ხახვი – 150 გრ, სტაფილო – 150 გრ, მაიონეზი, მარილი, წიწაკა, ზეთი.
მოსართავად: სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა, მწვანილი. მომზადების წესი: კარტოფილი გავრეცხოთ, გამოსაცხობ ფორმაში მოვათავსოთ და ღუმელში 180 გრადუსზე 40 – 45 წუთით მოვათავსოთ. შემდეგ უკვე მზა კარტოფილს კანი მოვაცალოთ და გავხეხოთ. ხორცი და კვერცხი მოვხარშოთ. ხორცი საშუალო ნაჭრებად დავჭრათ. კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ და ორივე სახეხზე გავხეხოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში გახეხილ სტაფილოსთან ერთად მოვთუშოთ. კვერცხი ფენებად ავაწყოთ, ყოველ ფენას შორის მაიონეზი თხლად ისმევა.
პირველი ფენა: თეფშზე კარტოფილი მოვათავსოთ, კვერცხის ფორმა მივცეთ და მაიონეზი წავუსვათ. შემდეგ ფენა ხორცი და მაიონეზია. კვერცხის გული – ისევ მაიონეზი. სტაფილო და ხახვი – მაიონეზი. ბოლო ფენა კვერცხის ცილაა. ბოლოს ბულგარული წიწაკებით და მწვანილით მოვრთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები