დედამიწის დღის აღსანიშნავად, დაახლოებით 45 წლის წინ, ათობით მილიონი ადამიანი გაერთიანდა გარემოს დაბინძურების, ნავთობის გაჟონვის, პესტიციდების, ტყეების გაჩეხვის წინააღმდეგ. ამ ადამიანების აქტივობა გადამდებია, ამიტომ საზოგადოებას მოქმედებისთვის უნდა მივუწოდოთ და ცვლილებები დავიწყოთ. თუ გსურთ, დაეხმაროთ პლანეტას, მაგრამ არ იცით, რითი დაიწყოთ, გთავაზობთ 7 რჩევას, რომლის განხორციელება ახლავე შეგიძლიათ.
1. მიიღეთ ზომები კლიმატის დასაცავად
წინა წლის დეკემბერში მსოფლიოს ლიდერები პარიზში სამიტზე შეიკრიბნენ და შექმნეს შეთანხმება, რომელსაც დედამიწის დღეს ხელი ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება მოაწეროს. თუმცა მარტო შეთანხმება არ კმარა კლიმატის ცვლილებების კატასტროფული შედეგების შესაჩერებლად. ეს ჩვენზეა დამოკიდებული, უნდა მივიღოთ დამატებითი ზომები, რომ მიწაში ნავთობი, გაზი, ნახშირი შევინარჩუნოთ.
ერთჯერადი პლასტიკური ჭურჭელი, სხვადასხვა შეფუთვა გარეულ ცხოველებს, ოკეანეს და, შესაძლოა, თქვენც ზიანს გაყენებთ. უბრალოდ ნაკლები ასეთი ნივთი გამოიყენეთ.
სამეწარმეო სოფლის მეურნეობა წყალს აბინძურებს, ბინადრობის გარემოს ანადგურებს და ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. მხოლოდ მეცხოველეობის სექტორი კლიმატის ცვლილებებს ისე უწყობს ხელს, როგორც ყველა სატვირთო, მსუბუქი ავტომობილი და თვითმფრინავი ერთად აღებული, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ამას შეეწინააღმდეგოთ და თქვენივე სამზარეულოთი დაიწყოთ. კვების სისტემა შეცვალეთ და ხორცი ნაკლებად მოიხმარეთ.
4. ტრადიციული სატყეო გაერთიანებების სტენდი
მთელ დედამიწაზე ხალხი და სატყო გაერთიანებები ტყის გაჩეხვის წინააღმდეგ იბრძვიან. მიუმატეთ თქვენი ხმა სოლიდარობის ნიშნად.
ნებისმიერი სამოსი, რომელსაც ვყიდულობთ, ჩვენს პლანეტაზე იმაზე ადრე იწყებს მოქმედებას, ვიდრე ის ჩვენს გარდერობში მოხვდება. მოდის სამყაროში მრავალ ქიმიურ ნივთიერებას იყენებენ, თუმცა თქვენ ამის შეცვლა შეგიძლიათ. როგორც დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი ამბობდა, „იყიდეთ ნაკლები, აარჩიეთ კარგად, აქციეთ ის უკანასკნელად“.
ხელოვნება და აქტიურობა ახლოსაა ერთმანეთთან. ასე რომ, შექმენით ხელოვნების ისეთი ნიმუშები, როგორზეც თქვენი საოცნებო სამყარო იქნება აღბეჭდილი. ათასობით მხატვარმა საკუთარი წვლილი შეიტანა იმაში, რომ არქტიკული განადგურება შეწყდეს. ამ ბმულზე შეგიძლიათ საკუთარი ნამუშევარიც დაამატოთ:
7. გჯეროდეთ, რომ ადამიანთა ძალისხმევით ცვლილებები შესაძლებელია
თქვენს ქალაქში, თქვენს რაიონში, თქვენს ცხოვრებაში. ყველა ჩვენგანს აქვს უფლება, სამყარო იმაზე ცოტათი უკეთესი გახადოს, ვიდრე არის!
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]