ბრედ პიტის ახალგაზრდა პარტნიორმა ქალებმა ანჯელინა ისტერიკამდე მიიყვანეს

ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის განქორწინება დროის საკითხია, – წერს უცხოური მედია. ამბობენ, რომ ანჯელინამ მეუღლე ეჭვიანობის სცენებით დატანჯა.
დასავლური პრესა ვარსკვლავური წყვილის დაშორებას კვლავ აანონსებს და წერს მათი კონფლიქტების მიზეზებზე. წყაროების ინფორმაციით, ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ პიტი შესაძლოა, მისი მეგობრის, არატრადიციული ორიენტაციის მქონე როკმომღერალ მელისა ეტერიჯის შვილების მამა აღმოჩნდეს.
ამბობენ, რომ ანჯელინა მეუღლეს დნმ-ს ტესტის გაკეთებას აიძულებს, რათა გაირკვეს, იყო თუ არა პიტი სპერმის დონორი. თავად ბრედი კი მიიჩნევს, რომ ანჯელინას პარანოია აქვს. ის არა მარტო ეტერიჯზე, არამედ პიტის პარტნიორ ქალებზეც ეჭვიანობს. გავრცელებული ჭორების თანახმად, ჯოლი პიტს ისტერიკებს უმართავდა იმის გამო, რომ მეუღლეს ზედმეტად ახლო ურთიერთობა მარიონ კოტიიართან და სელენა გომესთან აქვს. ეს მსახიობები პიტის პარტნიორები იყვნენ ფილმებში – „სიჩუმის 5 წამი“ და „თამაში დაქვეითებაზე“.

კომენტარები

სხვა სიახლეები