მუსიკოს ოზი ოსბორნის ყოფილმა მეუღლემ შერონ ოსბორნმა გულწრფელი აღიარება გაასაჯაროვა. ამერიკული ტოქშოუს The Talk-ის ეთერში ოსბორნმა განაცხადა, რომ ის ბისექსუალია. „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ყველა ცოტათი ჰომოსექსუალისტია და არც მე ვარ გამონაკლისი. მე ცოტათი ჰომოსექსუალისტი ვარ და ძალიან ვნანობ, რომ თავის დროზე ბევრი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვი, მაგრამ ახლა ძალიან გვიანია“, – განაცხადა შერონმა.
შეგახსენებთ, რომ შერონი და ოზი ოსბორნი ერთად 30 წლის განმავლობაში იყვნენ.
სხვა სიახლეები