მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ძაღლი – მეგი ავსტრალიაში 30 წლის ასაკში დაიღუპა.
ადამიანის წლოვანებაზე გადათვლით მისი ასაკი 133 წელს შეადგენს. ნაგაზი ვიქტორიას შტატში მცხოვრებ ფერმერ ბრაიან მაკლარენს ეკუთვნოდა.
მაკლარენის მონაყოლით, ძაღლი ღამით საკუთარ კალათაში მოკვდა. სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე ის დაყრუვდა და მხედველობაც დაუქვეითდა, თუმცა საკუთარი მოვალეობების შესრულება არ ავიწყდებოდა.
„ის 30 წლის იყო. წინა კვირას ქუჩებში სეირნობდა, ფერმიდან ოფისამდე მიდიოდა, იღრინებოდა, როცა კატებს ხედავდა, – ყველაფერი ისე იყო, როგორც საჭიროა“, – ამბობს ბრაიანი ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ძაღლის მდგომარეობა ბოლო ორი დღის მანძილზე გაუარესდა.
„გუშინ სადილობისას რომ მივედი სახლში, მივხვდი, რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა. ძალიან ვდარდობ, თუმცა მიხარია, რომ სწორედ ასე წავიდა“, – აღნიშნა ფერმერმა.
მაკლარენმა ასევე თქვა, რომ ძაღლის დოკუმენტები დაკარგა, თუმცა ახსოვს, რომ როდესაც ოჯახმა მეგი შეიძინა, მისი უმცროსი შვილი 4 წლის იყო. ახლა კი ფერმერის შვილი 34 წლისაა, შესაბამისად, მეგი 30 წლის ასაკში მოკვდა. გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, დღემდე ყველაზე ასაკოვანი ძაღლი იყო ავსტრალიური ნაგაზი ბლუეი, რომელიც 1939 წელს 29 წლის ასაკში დაიღუპა.
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები