როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა? – დაგეხმარებათ საკვები

იცოდით, რომ თმის ცვენას ნიღბებით და გელებით ვერ შეაჩერებთ. უფრო დიდი ეფექტის მისაღებად თქვენს რაციონში გარკვეული პროდუქტები უნდა შეიტანოთ. თავდაპირველად, თმის ცვენის მიზეზები გაარკვიეთ. უფრო ხშირად ეს ჰორმონალური დარღვევები, გახშირებული სტრესები და ფიზიკური დატვირთვაა, რის გამოც მთელი ორგანიზმი იტანჯება.
თმიც ცვენა მაშინ იწყება, როდესაც ჩვენ ორგანიზმში A ვიტამინის რაოდენობა მოჭარბებულია და, ასევე, წონაში მკვეთრი დაკლების შემთხვევაში. თქვენი სხეული რეაგირებას ახდენს ამ გარემოებებზე და თმის ცვენა გეწყებათ. ამ სიტუაციაში მთავარი ამოცანაა – ჰორმონების ბალანსის აღდგენა. ეს კვებაში ცვლილებების შეტანითაა შესაძლებელი. მთავარი იდეაა – ისე იკვებოთ, რომ ნერვული სისტემა ნორმაში იყოს. არსებობს მთელი რიგი პროდუქტები, რომლებიც სისხლში სეროტონინის დონეს ამაღლებს და სტრესის მოხსნას უწყობს ხელს. რა უნდა შეიტანოთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში? – შვრიის ფაფა ხილით და თაფლით, ბანანი, ისპანახი, ცხიმიანი თევზი, მაგალითად, ტუნა, ნიგოზი, მზესუმზირა, ავოკადო, ციტრუსები.
ორგანიზმში А ვიტამინის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით კი სასურველია, უარი თქვათ სტაფილოზე, გარგრის ჩირზე (კურაგაზე), წითელ ბულგარულ წიწაკაზე, ღვიძლზე და კარაქზე. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თქვენს რაციონში ცილები – ლობიო, ბარდა შედიოდეს. გარდა ამისა, თმის ცვენის შეჩერებას დაეხმარება სელის თესლები, ზეითუნის ზეთი, მიირთვით ასევე გოგრის თესლები, რომლებიც თავის კანის სიჯანსაღეს უწყობს ხელს და თმას ამაგრებს. არ დაუშვათ ზედმეტი სტრესები. თუ კი ეს თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მართებულია ასევე მცენარეული დამამშვიდებლის, მაგალითად, ვალერიანის მიღება. გარდა ამისა, ნერვული სისტემის და ჰორმონების მოწესრიგებაში სპორტული ვარჯიში დაგეხმარებათ (სირბილი, ცურვა). მოიწესრიგეთ ძილი და უფრო ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

13020488_1167350383305198_1737186650_n

კომენტარები

სხვა სიახლეები