აპოკალიფსი ახლოსაა – ახალი საფრთხე?

აპოკალიფსის და სამყაროს დასასრულის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა სხვადასხვა წყაროს მიერ. ახალ გაფრთხილებას ამერიკელი მეცნიერი, ასტროფიზიკოსი დენიელ უიტმაირი გვაძლევს, – წერს უცხოური პრესა.
მეცნიერის მოსაზრებით, ყველაფერ ცოცხალს დედამიწაზე საიდუმლო „მეცხრე პლანეტა“ გაანადგურებს და ეს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მოხდება.
როგორც უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ჩვენს პლანეტას შესაძლოა, საიდუმლო ზეციური სხეულის მიერ უამრავი კომეტა დაატყდეს თავს. ეს კი დედამიწას და კაცობრიობას საფრთხეს უქმნის.
ცნობისთვის, „მეცხრე პლანეტის“ არსებობის შესახებ ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა ინფორმაცია. ტელესკოპში პლანეტა-მკვლელი არ ჩანს, თუმცა, გათვლის შესაბამისად, ის ნეპტუნთან შედარებით დედამიწიდან 20-ჯერ უფრო შორს მდებარეობს, მისი დიამეტრი კი დედამიწის დიამეტრს 2-4-ჯერ აღემატება. მზის გარშემო სრულ წრეს ის 20 000 წლის მანძილზე გადის.
მეცნიერ უიტმაირის თეორიის თანახმად, ყოველ 27-ე მილიონ წელს „მეცხრე პლანეტა“ კოიპერის სარტყელს გაივლის, სადაც უამრავი კომეტა და ასტეროიდია. პლანეტის მიერ დანაწევრებული კომეტები დედამიწას ეჯახებიან და ყველაფერს ანადგურებენ.
მეცნიერის ინფორმაციით, პლანეტამ ჩვენკენ კომეტები უკვე მომართა. საინტერესოა, რომ პლანეტა-მკვლელის შესახებ უკვე არაერთი ათეული წელია საუბრობენ. ზოგიერთი ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ პლანეტის მეშვეობით მოხდა უამრავი უბედურება დედამიწაზე. პალეონტოლოგების კვლევით დადგინდა, რომ ყოველ 26-27-ე მილიონ წელს დედამიწაზე, მართლაც, ხდება რაღაც კატასტროფა, რომელიც მასობრივ განადგურებას იწვევს.

13020387_1167317363308500_684283976_n

კომენტარები

სხვა სიახლეები